ჩიბათის საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

Primetime.ge 1 საათი წინ 2
ჩიბათის საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
სოფელ სუფსაში დატრიალებულ ტრაგედიას სამძიმრის პოსტით ჩიბათის საჯარო სკოლა ეხმაურება.„გულს გვიწყვეტს და სიტყვები გვღალატობს, რადგან აღარ არის ჩვენს გვერდით ჩვენი საყვარელი მოსწავლე გიორგი თირქია.გიორგი იყო სითბოსა და სიკეთის მატარებელი. მისი თავაზიანობა მშვიდი ბუნება და ყურადღება ყველასთვის, ვინც მასთან ურთიერთობდა, დაუვიწყარი გახდება. ის იყო მოსწავლე, რომელიც სხვას უსმენდა, უგებდა და ყოველთვის სიკეთეს ანაწილებდა.ჩვენს გულებში გიორგი დარჩება როგორც სიმშვიდის, წესიერების და სიყვარულის მაგალითი.ვუსამძიმრებთ გიორგის ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მას იცნობდა და უყვარდა.გიორგი ყოველთვის ჩვენს გვერდით იქნება – მოგონებებსა და გულებში“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.ცნობისთვის, გიორგი თირქია მეგობართან ერთად სოფელ სუფსაში საბანაოდ წავიდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბიჭი მდინარემ ჩაითრია და სამწუხაროდ, მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.
სრულად წაიკითხეთ სტატია