პარლამენტის საპროცედურო
საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარის,
დავით მათიკაშვილის
განცხადებით, საქართველოს
მოსთხოვეს 1 200 000 ადამიანის
ნების იგნორირება და ამ
ყველაფერზე მმართველი
პარტიის პასუხი იყო ძალიან
მკაფიო.მათიკაშვილის
განმარტებით, ამ მოთხოვნის
საპასუხოდ, საქართველოს
ხელისუფლებას PACE-ში
შესაბამისი დელეგაცია არ
ჰყავს."ჩვენს ქვეყანას
მოსთხოვეს 1 200 000 ადამიანის
ნების იგნორირება და ამ
ყველაფერზე ჩვენგან იყო
მკაფიო პასუხი. ჩვენ არ
გვყავს შესაბამის
დელეგაცია PACE-ში. დღეს რატომ
სურთ უკვე გავლილ თემაზე
საუბარი, ამაზეა პასუხი
გასაცემი. პასუხი ძალიან
მარტივია, ერთ მუჭა
ადამიანებს, რომელთაც
მოაკლდებათ რა საწვავი
იმისთვის, რომ ფსევდო
პროტესტით შეიარაღებულები
გავიდნენ ქუჩაში", -
განაცხადა დავით
მათიკაშვილმა.89 ხმით 3-ის
წინააღმდეგ, - ევროსაბჭოს
საპარლამენტო ასამბლეამ
საქართველოს შესახებ
რეზოლუცია
დაამტკიცა.რეზოლუცია
ადგენს არაერთ კრიტერიუმს,
რომელთა შესრულება არის
წინაპირობა "ქართული
ოცნების" დელეგაციის
რწმუნებათა სიგელების
ცნობისათვის. შესაბამისად,
ძალაში რჩება წინა სესიაზე
მიღებული გადაწყვეტილება
რწმუნებათა სიგელების
პირობებით ცნობასთან
დაკავშირებით.ასამბლეამ
ასევე მხარი დაუჭირა
რეზოლუციის რამდენიმე
შესწორებას, მათ შორის,
ერთ-ერთი შესწორებაში
წერია, რომ "ყველა
პოლიტიკური პატიმარი უნდა
გათავისუფლდეს".კენჭისყრამდე,
სტრასბურგში საქართველოს
საკითხზე დებატები
გაიმართა.