„ჩვენს მიერ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ სიტყვა-სიტყვითი ნათარგმნი ამერიკული კანონი დაინიცირებულიყო იმისათვის, რომ მერე აღარ ყოფილიყო საუბარი თარგმანში დაკარგვების მცდელობებზეც კი“ - არჩილ გორდულაძე

Primetime.ge 1 თვე წინ 15
„ჩვენს მიერ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ სიტყვა-სიტყვითი ნათარგმნი ამერიკული კანონი დაინიცირებულიყო იმისათვის, რომ მერე აღარ ყოფილიყო საუბარი თარგმანში დაკარგვების მცდელობებზეც კი“ - არჩილ გორდულაძე
უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი" - პარლამენტში ამ სახელწოდებით დაინიცირდა კანონის პროექტი, რომელიც შტატებში მოქმედი FARA-ს ზუსტ თარგმანს წარმოადგენს.პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ტაბატაძემ დაადასტურა, რომ ინიციატივა შტატებში მოქმედი საკანონმდებლო აქტის ქართულენოვანი თარგმანია და ის სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს შეიცავს, რაც მომავალში შესასწორებელი იქნება.ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ამ კანონს დაამტკიცებენ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს გააუქმებენ. მოტივაციად "ქართული ოცნება" გარე ჩარევებისგან დაცვას და სპეკულაციების დასრულებას ასახელებს.დღესვე დარეგისტრირდა "მედიის რეგულირების შესახებ" პროექტიც, ამ შემთხვევაში "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ბრიტანული მოდელი აიღეს.„პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა ჩვენს მიერ მიღებული, რომ სიტყვა-სიტყვითი ნათარგმნი ამერიკული კანონი დაინიცირებულიყო იმისათვის, რომ მერე აღარ ყოფილიყო საუბარი თარგმანში დაკარგვების მცდელობებზეც კი. რა თქმა უნდა, რიგ კანონებში დამატებით დასჭირდება ცვლილებები, მაგრამ იმისათვის, რომ იყოს სამსჯელოდ შემოტანილი, რომ დიახ ეს არის ზუსტად ქართულად ნათარგმნი, თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია გაქვთ თარგმანთან დაკავშირებით, აგერ ვართ - წარმოადგინეთ ნებისმიერი ცვლილება და ალტერნატივა, რომელიც უკეთესი თარგმანი იქნება იმას გავითვალისწინებთ.ანალოგიურად, რაც შეეხება აღმასრულებელ ორგანოებს, დამატებით დასჭირდება იმ ორგანოების განსაზღვრა, რომლებიც ამ კანონის აღსრულებაზე იქნებიან ჩვენი რეალობიდან გამომდინარე“, - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია