"ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა დიდი ხნის წინ დააფიქსირა პოზიცია, რომ ვემზადებოდით თვითმმართველობის არჩევნებისთვის" - ტატა ხვედელიანი

Primetime.ge 6 საათი წინ 1
"ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა დიდი ხნის წინ დააფიქსირა პოზიცია, რომ ვემზადებოდით თვითმმართველობის არჩევნებისთვის" - ტატა ხვედელიანი
ოპოზიციის სტრატეგია თვითმმართველობის არჩევნებზე - ხმები ისევ იყოფა. "ნაციონალები" და ყოფილი "ნაციონალები" კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, გახარია "საქართველოსთვის" საარჩევნო მარათონისთვის ემზადება, "ლელო" კი არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მკაფიო მინიშნებებს აკეთებს.პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ტატა ხვედელიანი ამბობს, რომ მათმა პარტიამ დიდი ხანია დააფიქსირა პოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, მისი თქმით, მზადების პროცესიც დიდი ხანია დაწყებული აქვთ."ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა დიდი ხანი წინ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ ვემზადებოდით თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მზადების პროცესი უკვე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, პარტიულად ნეიტრალური კანდიდატების მოძიება. მთავარი მიზანი არის ის, რომ ოპოზიცია და ის პარტიები, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში და ირჩევენ ბოიკოტის გზას, მათი ამომრჩევლისთვის დარჩეს არჩევანის შესაძლებლობა და ყველა ერთად ვფოკუსირდეთ ოცნების რეჟიმის დამარცხებაზე,“ - აცხადებს ტატა ხვედელიანი.
სრულად წაიკითხეთ სტატია