ჩვენი სამშობლოს წინაშე ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას დამოუკიდებელი, სუვერენიტეტით გამყარებული და მშვიდობიანი საქართველო დავუტოვოთ - ანტონ ობოლაშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 115
ჩვენი სამშობლოს წინაშე ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას დამოუკიდებელი, სუვერენიტეტით გამყარებული და მშვიდობიანი საქართველო დავუტოვოთ - ანტონ ობოლაშვილი
"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, ასევე მოისმინა მოსახლეობის საჭიროებები. გააცნო „ქართული ოცნების“ გუნდის გეგმები.„ჩვენი სამშობლოს წინაშე ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას დამოუკიდებელი, სუვერენიტეტით გამყარებული და მშვიდობიანი საქართველო დავუტოვოთ. ამიტომაც, 26 ოქტომბერს კვლავ უნდა გავერთიანდეთ და გავიმარჯვოთ! ჩვენი გზა არის მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ! გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ და გაბრწყინებულ საქართველოს,“- განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია