“ჩვენი პაციენტების 10% უცხოელები არიან” – რა ჯდება საქართველოში ბარიატრიული ოპერაცია?

News.ge 2 თვის წინ 37
“ჩვენი პაციენტების 10% უცხოელები არიან” – რა ჯდება საქართველოში ბარიატრიული ოპერაცია?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში სულ 1073 ბარიატრიული (“კუჭის დაპატარავების“) ოპერაცია ჩატარდა. 1073 ოპერაციიდან 813 ქალს, ხოლო 260 კაცს ჩაუტარდა. გადაცემა “რედაქტ2”-თან ინტერვიუში დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის ხელმძღვანელი, ბარიატრიული ქირურგი დავით აბულაძე აცხადებს, რომ ამ ოპერაციების 30%-ზე მეტი მათი გუნდის მიერ შესრულდა.
“სტატისტიკა წლიდან წლამდე მზარდია, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ქირურგი ეუფლება ამ მეთოდს და არაქირურგი სპეციალისტებიც ურჩევენ პაციენტებს მიმართონ ბარიატრიულ ქირურგიას, რათა მოიცილონ ისეთი მეტაბოლური პრობლემები, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია თუ სხვა.
გასულ წელს ჩატარებული 1073 ოპერაციიდან, ჩვენი გუნდის მიერ შესრულებულია 358 ოპერაცია, რაც დაახლოებით 30% -ზე მეტს წარმოადგენს. ჩვენ 15 წელია ამ ოპერაციებს ვაკეთებთ. ამ რაოდენობაზე რომ გავიდა საქართველო მასში წვლილი შეიტანა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, როცა 2013 წელს დაიწყო ამ ტიპის ოპერაციების დაფინანსება. როცა არსებობდა შესაბამისი ჩვენებები და სხეულის მასის ინდექსი 50-ზე მაღალი იყო, სახელმწიფო აფინანსებდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და შესაბამისად ბევრმა ისეთმა პაციენტმა შეძლო დაებრუნებინა ჯანმრთელობა, ვისაც ფინანსურად არ ჰქონდა საშუალება“,- აცხადებს დავით აბულაძე.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ბარიატრიულ ოპერაციებს 2019 წლიდან აღარ აფინანსებს. როგორც დავით აბულაძე აცხადებს, იმისთვის, რომ დავეწიოთ ისეთ ქვეყნებს, სადაც ბარიატრია სახელმწიფო ჯანდაცვის პრიორიტეტია და სხვა დაავადებების პროფილაქტიკურ მიმართულებად განიხილება, ქვეყანაში 1000 კი არა 7000 ოპერაცია უნდა კეთდებოდეს.
დღეს საქართველოში ბარიატრიული ოპერაციის ღირებულება 12 500-დან 13 000 ლარამდე მერყეობს. დავით აბულაძის განმარტებით, ამ ფასში შედის წინასაოპერაციო კვლევებიც.
“ღირებულებაში არ შედის კვლევები, რომელმაც უნდა გაგვაგებინოს პაციენტის მდგომარეობა, რასაც კერძო სადაზღვევო კომპანიები აფინანსებენ. რადგან აქ არ არის საუბარი ჯერ ოპერაციაზე და ვერ ეუბნება უარს თანხების ანაზღაურებაზე. სამწუხაროდ, ოპერაციას ამას სადაზღვევო პლასტიკურ ქირურგიას ეძახის და არ ანაზღაურებს”- აცხადებს ექიმი.
დავით აბულაძის თქმით, საქართველოში ბარიატრიული ოპერაციის ღირებულება იგივეა, რაც აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთის ქვეყნებში. ამ ტიპის ქირურგიული ჩარევა იგივე თანხა ჯდება რუსეთშიც და ანალოგიურად შუა აზიაშიც, მაგრამ ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც ჩრდილოეთ ევროპა, ბრიტანეთია, იქ დაახლოებით 15-17 ათასი ევროა ბარიატრიის ღირებულება, სადაც არაპირდაპირი ხარჯები კლინიკის და პერსონალის სხვაა. „სახარჯი მასალა რაც ჯდება იტალიაში, იგივე ჯდება საქართველოში“-აცხადებს ქირურგი.
რაც შეეხება პაციენტების გეოგრაფიულ განაწილებას, დავით აბულაძის თქმით, მათი პაციენტების დაახლოებით 10% უცხოელია. „, კანადა, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, , , ყაზახეთი, ირანი, ქუვეითი, ეგვიპტე“ – ეს ის ქვეყნებია, საიდანაც მათ კლინიკას ბარიატრიული ოპერაციებისთვის მიმართავენ.

სრულად წაიკითხეთ სტატია