2028 წლისთვის ჩვენი მიზანია,
მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს
უმუშევრობის დონე ჩვენს
ქვეყანაში, ამისთვის
გვინდა, რომ შევქმნათ 200 000
სამუშაო ადგილი, – ამის
შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი
კობახიძემ პარლამენტში
ყოველწლიური მოხსენებით
გამოსვლისას
განაცხადა.მთავრობის
მეთაურის თქმით, იმ ტემპის
მიხედვით, რაც აქვს აღებული
ხელისუფლებას, სავსებით
რეალურია ოთხი წლის თავზე
დამატებით 200 000 სამუშაო
ადგილის შექმნა
ქვეყანაში.„ასევე
ეკონომიკური ზრდა აისახა
მოსახლეობის საშუალო
ხელფასის ზრდაზე. 2025 წლის
პირველ კვარტალში საშუალო
ხელფასმა შეადგინა 2 170 ლარი.
მინდა შეგახსენოთ, რა
მდგომარეობა დაგვხვდა
თავის დროზე 2012 წელს. მაშინ
საშუალო ხელფასი
შეადგენდა 712.5 ლარს,
შესაბამისად, ამ პერიოდის
განმავლობაში ჩვენ 3-ჯერ
გავზარდეთ საშუალო
ხელფასი ჩვენს ქვეყანაში.
აქაც გვაქვს ამბიციური
მიზანი 2028 წლისთვის. გვინდა,
რომ საშუალო ხელფასმა
მიაღწიოს 3 500 ლარს. არსებული
ტემპების გათვალისწინებით
ეს არის სავსებით რეალური“,
– განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.