უკვე მეორე დღეა,
პოლიტიკური განხილვის
საკითხია ევროსაბჭოს
რეზოლუცია საქართველოზე -
"ქართული ოცნების"
განცხადებით,
საპარლამენტო ასამბლეის
რეზოლუცია უსამართლო და
უარგუმენტოა, რომელიც
ოპოზიციისა და მესამე
სექტორი
დაკვეთაა.განსხვავებულად
ფიქრობენ ხელისუფლების
ოპონენტები, ისინი
რეზოლუციის შინაარსს
მიესალმებიან და ამბობენ,
რომ ევროსაბჭო ქართველი
ხალხის მხარდაჭერას
განაგრძობს.შეგახსენებთ,
რეზოლუციის ძირითადი
პუნქტები ბოლო დროს
დაკავებული პირების
გათავისუფლება და
ხელახალი
არჩევნებია.პარტიის
"გახარია საქართველოსთვის"
პოლიტიკური საბჭოს წევრის,
ზაზა თავაძის განცხადებით,
კრიზისიდან გამოსვლის
ერთადერთი გზა
კონსტიტუციურ ჩარჩოში
დაბრუნებაა."რეზოლუცია,
რომელიც ვნახეთ, არ არის
გასაკვირი. ჩვენი
მეგობრები, ევროპელები
აგრძელებენ ქართველი
ხალხის მხარდაჭერას,
მომავალშიც გააგრძელებენ,
ვინაიდან, როგორც ქართველი
ხალხის უმრავლესობის,
ასევე ევროპელების
აბსოლუტური უმრავლესობის
აზრია ის, რომ ქვეყანაში
კრიზისის მოგვარების
ერთ-ერთი გამოსავალი არის
კონსტიტუციის ჩარჩოში
დაბრუნება", - განაცხადა
ზაზა თავაძემ