ჩვენი ინფორმაციით,
აუცილებლად ჩამოვა
წამების კომიტეტი, რომელიც
დამატებით შეისწავლის იმ
ბრუტალური წამების
ფაქტებს, რომლებიც
„ქართულმა ოცნებამ“
ჩაიდინა, – ამის შესახებ
კოალიცია
„ერთიანობა-ნაციონალური
მოძრაობის“ ერთ-ერთმა
ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ
განაცხადა.მისივე თქმით,
ალენ ბერსე სრულად
ინფორმირებულია
საქართველოში მიმდინარე
მოვლენების შესახებ და
მოსალოდნელია, კონკრეტული
ნაბიჯები ევროსაბჭოს
მიმართ.„ყველაზე
მნიშვნელოვანი და მკაფიო
განცხადება ალენ ბერსეს
მხრიდან არის, რომ არანაირი
ლეგიტიმაციის საკითხთან
დაკავშირებით ის აქ არის და
ვერანაირად ვერ
უზრუნველყოფს თვითმარქვია
რეჟიმის ლეგიტიმაციას. ეს
განსაკუთრებით
პროპაგანდისტული მედიის
საყურადღებოდ. მეორე, რომ
არ აპირებს შეხვდეს
ყაველაშვილს. ეს მორიგი
სიყალბე, რომელიც
პროპაგანდისტულმა მედიამ
გაავრცელა. მესამე, რომ
ძალიან კარგად იცის, მისი
ამ ვიზიტის გამოყენება
ხდება სიყალბისთვის
თვითმარქვია რეჟიმის
მხრიდან. მეოთხე, ჩვენი
ინფორმაციით, აუცილებლად
ჩამოვა წამების კომიტეტი,
რომელიც დამატებით
შეისწავლის იმ ბრუტალური
წამების ფაქტებს, რომელიც
ქართულმა ოცნებამ
ჩაიდინა.მეხუთე,
კონკრეტული საქმეებითაც
იყო დაინტერესება, ასევე
წამების, მათ შორის ჩემზე
თავდასხმის, რომელსაც მათი
აზრითაც, სისხლის
სამართლის კოდექსით
კვალიფიცირდება, როგორც
მკვლელობის მცდელობა. ამ
საქმეზე იყო
განსაკუთრებული ინტერესი,
რადგან ეს არის თავისთავად
ახალი რანგის
დანაშაულებრივი ქმედება,
ჩადენილი რეჟიმის მხრიდან.
დაინტერესდნენ, ეს
ადამიანი, რომელიც
იდენტიფიცირებულია არის
თუ არა დაკავებული. მე
ვუთხარი, რომ არა თუ
დაკავებული,
მტკიცებულებები, რომლითაც
თავდასხმა მოხდა კვლავ
ჩემთან არის და არანაირი
გამოძიება ამაზე არ მიდის.
მთხოვეს ამასთან
დაკავშირებით მეტი
დეტალები იყოს
გადაგზავნილი. სრულად
ინფორმირებულია ყველა
სიტუაციაზე რაც
საქართველოშია და ვფიქრობ
მომავალ წელს ძალიან ბევრი
კონკრეტული ნაბიჯი იქნება
მათი მხრიდანაც“, – აღნიშნა
ვაშაძემ.