ჩვენი თვითმიზანი არასდროს არ ყოფილა ვინმეს დასანქცირება, მით უმეტეს საქართველოს მოქალაქეების. ამ ხალხმა, რასაც ჰქვია ე.წ. რეჟიმი - "ქართული ოცნება" თავად გამოუტანეს განაჩენი საკუთარ თავს - პაატა მანჯგალაძე

Primetime.ge 1 თვე წინ 14
ჩვენი თვითმიზანი არასდროს არ ყოფილა ვინმეს დასანქცირება, მით უმეტეს საქართველოს მოქალაქეების. ამ ხალხმა, რასაც ჰქვია ე.წ. რეჟიმი - "ქართული ოცნება" თავად გამოუტანეს განაჩენი საკუთარ თავს - პაატა მანჯგალაძე
მმართველი გუნდის წევრების მიმართ დაწესებულ სანქციების მიზეზებთან დაკავშირებით, ოპოზიციაში შეფასებები კეთდება. ამასთან, ოპოზიციურ სპექტრში აფასებენ "ქართული ოცნების" განცხადებებს, რომლებიც საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებენ.ოპოზიციის შეფასებით, სანქციები ხელისუფლებამ თავად დაიმსახურა."რაც შეეხება სანქციებს, ჩვენი თვითმიზანი არასდროს არ ყოფილა ვინმეს დასანქცირება, მით უმეტეს საქართველოს მოქალაქეების. ამ ხალხმა, რასაც ჰქვია ე.წ. რეჟიმი - "ქართული ოცნება" თავად გამოუტანეს განაჩენი საკუთარ თავს.მე არ მაქვს პრობლემა, ვაღიარო, რომ დიახაც, მხარს ვუჭერ ყველა მოძალადის, ვინც ხელი აღმართა საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებზე, იყოს დასჯილი," - აღნიშნა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.ამასთან, "ძლიერი საქართველოს წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, "სანქციებს არავინ არ აწესებს მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. სანქციები წესდება შესაბამისი სამსახურების ჩართულობით."ცნობისთვის, "ქართული ოცნება" "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს. საქმე იმაშია, რომ ორგანიზაციამ გაავრცელა დეტალური აღწერა ესტონეთის მიერ სანქცირებული პირების. ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულია სანქცირების მიზეზებიც, რაც "ქართული ოცნებისთვის" არის დასტური, რომ სანქცირებულთა სია შეიქმნა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კოორდინაციით, ორგანიზაცია გასული წლიდან სწორედ ესტონეთში არის დარეგისტრირებული. ბალტიის ქვეყნების გადაწყვეტილება სამი დღის წინ გახდა ცნობილი. ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს, მათ შორის დეპუტატებს, სასამართლო ხელისუფლების და, ასევე "ალტ-ინფოს" წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.
სრულად წაიკითხეთ სტატია