დასაქმების ნაწილში
გვაქვს ძალიან დიდი
პროგრესი. განსაკუთრებით
ბოლო ორ-ნახევარი წლის
განმავლობაში, ამ
ორ-ნახევარი წლის
განმავლობაში შეიქმნა 170 000
ახალი სამუშაო ადგილი
ჩვენს ქვეყანაში, - ამის
შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრობის
კანდიდატმა ირაკლი
კობახიძემ პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე
სიტყვით გამოსვლისას
განაცხადა.როგორც ირაკლი
კობახიძემ აღნიშნა, 1 217 000
ადამიანი იყო დასაქმებული
ჩვენს ქვეყანაში 2021 წელს და
2024 წლის მეორე კვარტლის
მონაცემებით 1 387 000 არის
დასაქმების
მაჩვენებელი.„ჩვენი
ამოცანაა შევქმნათ 200 000
ახალი სამუშაო ადგილი, რაც
ნიშნავს იმას, რომ
უმუშევრობის შემცირების
თვალსაზრისით გვექნება
ძალიან სერიოზული
პროგრესი.ასევე, რაც
შეეხება საშუალო ხელფასს,
712-ნახევარი ლარი იყო
საშუალო ხელფასი
საქართველოში 2012 წელს. უკვე
წლევანდელი მონაცემებით 2 000
ლარს გადააჭარბა საშუალო
ხელფასმა ჩვენს ქვეყანაში.
გვაქვს დაახლოებით
სამმაგი ზრდა და 2028
წლისთვისაც გვაქვს
ამბიციური ამოცანა, 3 500 ლარს
უნდა გადააჭარბოს საშუალო
ხელფასმა ჩვენს ქვეყანაში.
ამაზეც ანგარიშს
ჩავაბარებთ, რა თქმა უნდა,
საზოგადოებას 4 წლის
შემდეგ. ჩვენ გვყავს
ძალიან ძლიერი
ეკონომიკური გუნდი. ეს არის
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ფაქტორი. რა თქმა უნდა,
გარდა იმისა, რომ გვაქვს
კარგი, რაციონალური
ეკონომიკური პოლიტიკა,
აღსრულების გარეშე საქმე
არ გამოდის. მოხარული ვარ,
რომ დღეს თქვენს წინაშე
არის წარმოდგენილი ძალიან
ძლიერი ეკონომიკური გუნდი,
რომელიც ჩვენი
ეკონომიკური გეგმების
აღსრულებას სათანადოდ
უზრუნველყოფს. ასევე
გვაქვს ძალიან ეფექტიანი
ეკონომიკური პოლიტიკა,
ბიზნესი არის თავისუფალი,
ეს არის სიახლე
საქართველოში 2012 წლის
შემდეგ. გახსოვთ რა ხდებოდა
საქართველოში ამ
თვალსაზრისით 2012 წლამდე.
გვაქვს მშვიდობა,
სტაბილურობა, ეს ყველაფერი
ქმნის საუკეთესო პირობებს
იმისათვის, რომ ყველა
დაპირება სათანადოდ
შესრულდეს“, - განაცხადა
ირაკლი კობახიძემ.