ჩვენი ამოცანაა, 2028
წლისთვის დადგმულმა
სიმძლავრემ შეადგინოს 8 000
მეგავატზე მეტი, საუბარია
რესურსების გაორმაგებაზე.
2030 წელს უნდა გადააჭარბოს 10
000 მეგავატს და ამ
მიმართულებით ყველანაირი
საფუძველია შექმნილი, -
ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ ჟურნალისტებს
განუცხადა.როგორც
მთავრობის მეთაურმა
აღნიშნა, ეკონომიკის
განვითარება არის ერთ-ერთი
უმთავრესი პრიორიტეტი და
ამ მიმართულებით
ენერგეტიკას
განსაკუთრებული
მნიშვნელობა
ენიჭება.„ჩვენ
წარვადგინეთ ჩვენი
პროგრამა, რომლის
მიხედვითაც 4 წელიწადში
ჩვენი ეკონომიკა 40
მილიარდი ლარით უნდა
გაიზარდოს. რაც შეეხება
ენერგეტიკას, ამ
მიმართულებით ჩვენ გასული
12 წლის განმავლობაში
გვაქვს ძალიან დიდი
პროგრესი, დადგმული
სიმძლავრე იყო მხოლოდ 3 359
მეგავატი საქართველოში 2012
წლისთვის, უკვე არის
გაზრდილი 4600-მდე, აქ გვაქვს 37
პროცენტამდე ზრდა. ჩვენი
ამოცანაა 2028 წლისთვის
დადგმულმა სიმძლავრემ
შეადგინოს 8 000 მეგავატზე
მეტი, საუბარია რესურსების
გაორმაგებაზე. 2030 წელს უნდა
გადააჭარბოს 10 000 მეგავატს
და ამ მიმართულებით
ყველანაირი საფუძველია
შექმნილი“, - განაცხადა
პრემიერ-მინისტრმა.მისივე
თქმით, „ხობი 2“ ჰესი ახლა
შედის ექსპლუატაციაში, ის
არის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი
პროექტი, რომელიც წლების
განმავლობაში ამ სფეროში
განხორციელდა.„ეს არის
ყველაზე დიდი
ჰიდროელექტროსადგური,
რომელიც აშენდა
საქართველოში საბჭოთა
პერიოდის შემდეგ. მადლობა
კომპანიას, რომელმაც
განახორციელა ეს ძალიან
მნიშვნელოვანი პროექტი,
მადლობა ეკონომიკის
სამინისტროს, რომელიც
წარმართავდა შესაბამის
პროცესებს და მომავალშიც
გვჭირდება ბევრი ასეთი
პროექტი, რათა ხელი
შევუწყოთ ეკონომიკის
განვითარებას და
კონკრეტულად ენერგეტიკის
სფეროს განვითარებას. ჩვენ
ასე გავაგრძელებთ და 2030
წლისთვის საქართველო
ელექტროენერგეტიკის
თვალსაზრისით გახდება
უკვე სრულად თვითკმარი,
დამოუკიდებელი ქვეყანა.
უკვე ნაცვლად
იმპორტიორისა, ჩვენ
გავხდებით
ელექტროენერგიის
ექსპორტიორი ქვეყანა, რაც
იქნება დიდი მიღწევა. ეს
ხელს შეუწყობს ჩვენი
პოლიტიკური
დამოუკიდებლობის
გაძლიერებასაც“, -
განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.