"საქართველო არის
ევროსაბჭოს წევრი
სახელმწიფო და მისმა
არალეგიტიმურმა
ხელისუფლებამ დაარღვია
მთელი რიგი ვალდებულებები,
რომელიც ჩვენ აღებული
გვაქვს, როგორც ევროსაბჭოს
წევრ სახელმწიფოს", - ეს
განცხადება კოალიცია
"ძლიერი საქართველოს"
წევრმა, სალომე
სამადაშვილმა თბილისში
ევროსაბჭოს საპარლამენტო
ასამბლეის მონიტორინგის
მისიის ჩამოსვლასთან
დაკავშირებით
გააკეთა.მისივე თქმით,
მათთვის მნიშვნელოვანი
თემები, არჩევნების
გაყალბების საკითხი და
აქციებზე დაკავებულების
გათავისუფლებაა."ჩვენთვის
დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა
არის დაკავებული
პოლიტპატიმრები, სინდისის
პატიმრები. ასევე, ძალიან
მნიშვნელოვანია წამების
მსხვერპლი ადამიანები და
ამასთან ერთად, ტოტალურად
გაყალბებული არჩევნები,
რადგან ყველაფერი სხვა -
ევროკავშირში
გაწევრიანების პროცესის
გაუქმება, ძალადობა
მოქალაქეებზე - ეს არის
გაგრძელება იმ დანაშაულის,
რაც ჩადენილი იქნა
გაყალბებული არჩევნების
სახით ჩვენს ქვეყანაში," -
აცხადებს სალომე
სამადაშვილი.