„ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით
მდიდარ NGO-ებზე, რომლებიც
ქვეყნის ფარგლებს გარედან
ფინანსდებოდნენ
ათწლეულების განმავლობაში
- მათი საქმიანობა არ
ყოფილა მიმართული იმ
კეთილი მიზნებისთვის, რაც
მათ ყველას თავიანთ
სადამფუძნებლო
დოკუმენტაციებში უწერიათ,"
- ეს განცხადება
საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა,
დავით მათიკაშვილმა
გააკეთა.„ჩვენ ისიც
გვახსოვს, რომ ამ NGO-ს
წარმომადგენლები
პარლამენტის წინ იდგნენ,
თანამდებობებს
ინაწილებდნენ იმ რაღაც
ვირტუალურ ხელისუფლებაში,
რომელიც მათ წარმოედგინათ;
ისევე, როგორც სურვილი
ჰქონდათ ბომბები ყოფილიყო
თბილისის თავზე, ვიდრე
საქართველოს ჰყოლოდა
ლეგიტიმურად არჩეული
ხელისუფლება. დღეს
ყველაფერი გამოაშკარავდა -
აშშ-დან ამ საკითხს წერტილი
დაესვა და საგნებს სახელი
დაერქვა, - ახლა ჯერია
ევროპულ ფონდებზე“, -
აცხადებს დავით
მათიკაშვილი.