"ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ
გვინდა ევროპა, ევროპული
მომავალი და
გამჭვირვალობა არის
ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი
მიმართულება. შესაბამისად,
ჩვენც ვითხოვთ
გამჭვირვალობას" - ეს
განცხადება თბილისის
მერმა, კახა კალაძემ
გააკეთა.ის ეხმაურება
პარლამენტის თავმჯდომარის
განცხადებას, რომელმაც
სოციალურ ქსელში
გაავრცელა და აღნიშნა:
"დიდი ბრიტანეთის საელჩო
ქართული საზოგადოებისთვის
არ ასაჯაროებს, ვის რა
თანხით აფინანსებდა 2024 წლის
არჩევნების წინ და რა
თანხით აფინანსებს
დღეს"."ჩვენ გვინდა ერთი რამ,
ხალხმა უნდა იცოდეს
სიმართლე. ეს განცხადება,
რომელიც რამდენიმე დღის
წინ მოვისმინეთ შალვა
პაპუაშვილის მხრიდან,
გაესაჯაროებინათ თუნდაც
გადმორიცხული თანხები ვის
მოხმარდა, რომელ
ორგანიზაციებს და
კონკრეტულად რა
პროექტებში დაიხარჯა,
დღემდე არ არის
გასაჯაროებული. ჩვენ ხომ
ვამბობთ, რომ გვინდა
ევროპა, ევროპული მომავალი
და გამჭვირვალობა არის
ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი
მიმართულება. შესაბამისად,
ჩვენც ვითხოვთ
გამჭვირვალობას", -
აცხადებს კახა კალაძე.