ჩვენ ძალიან ბევრ
ევროკავშირის კანდიდატ
ქვეყანას გავასწრებთ და
დავუახლოვდებით წევრ
ქვეყნებს. ეს გულისხმობს
გაზრდილ ბიუჯეტს, რაც
დაახლოებით 40 მილიარდ
ლარამდე იქნება 2028 წლისთვის
, - განაცხადა
„ქრონიკასთან“ პირველმა
ვიცე-პრემიერმა,
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრმა
ლევან
დავითაშვილმა.„ყველა ის
ამოცანა, რომელსაც
საზოგადოებას ვეუბნებით,
აუცილებლად შესრულდება. ეს
კი გულისხმობს იმას, რომ
ჩვენი მთლიანი შიდა
პროდუქტი ნომინალში 130
მილიარდზე მეტი იქნება 2028
წლისთვის. რაც ნიშნავს
იმას, რომ მსყიდველობითი
პარიტეტის მიხედვით, ერთ
სულ მოსახლეზე დოლარებზე
ჩვენი მთლიანი შიდა
პროდუქტი 36 ათას დოლარამდე
ავა. ჩვენ ძალიან ბევრ
ევროკავშირის კანდიდატ
ქვეყანას გავასწრებთ და
დავუახლოვდებით წევრ
ქვეყნებს. ეს გულისხმობს
გაზრდილ ბიუჯეტს, რაც
დაახლოებით 40 მილიარდ
ლარამდე იქნება 2028 წლისთვის
და გაზრდილი ბიუჯეტის
პირობებში ჩვენ შეგვიძლია
ბევრ ამოცანას ვუპასუხოთ.
ეს იქნება სოციალური,
ინფრასტრუქტურული,
საგანმანათლებლო,
თავდაცვითი და ა.შ“, -
აღნიშნა
დავითაშვილმა.პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი კობახიძემ
„ქართული ოცნების“
საარჩევნო პროგრამის
პრეზენტაცია გამართა.