ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ
ქართული ტრადიციების და
ღირებულებების დასაცავად,
თუმცა სალომე ზურაბიშვილი
ალბათ იტრაბახებს და თავს
მოიწონებს იმით, რომ ლგბტ
პროპაგანდას ემხრობა, -
განაცხადა საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარის
მოადგილემ ნინი
წილოსანმა.„სამწუხაროდ,
აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტი
ყველა სიკეთესთან ერთად,
ოჯახური ღირებულებების და
არასრულწლოვანთა დაცვის
წინააღმდეგ გამოდის. მან არ
მოაწერა ხელი პროექტს,
რომელიც უკვე შევიდა
პარლამენტის თავმჯდომარის
ხელმოწერით ძალაში. ჩვენ
ყველაფერი გავაკეთეთ
ქართული ტრადიციების და
ღირებულებების დასაცავად,
თუმცა სალომე ზურაბიშვილი
ალბათ იტრაბახებს და თავს
მოიწონებს იმით, რომ ლგბტ
პროპაგანდას ემხრობა და
რომ ყველაფერი გააკეთა, რომ
ოჯახური ღირებულებების
წინააღმდეგ წასულიყო“, -
აღნიშნა წილოსანმა.სალომე
ზურაბიშვილმა „ოჯახური
ღირებულებებისა და
არასრულწლოვანის დაცვის
შესახებ“ კანონს ხელი არ
მოაწერა და არც ვეტო დაადო.
დოკუმენტი ძალაში შევა,
რადგან მას ხელი
პარლამენტის თავმჯდომარემ
მოაწერა.