ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ შერიგებაზე, აქ იგულისხმება ოსებთან და აფხაზებთან შერიგება. ჩვენ რუსეთთან შესარიგებელი არაფერი გვაქვს, ჩვენ რუსეთისგან ვითხოვთ დეოკუპაციას და ჩვენი ტერიტორიებიდან გასვლას - შალვა პაპუაშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 86
ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ შერიგებაზე, აქ იგულისხმება ოსებთან და აფხაზებთან შერიგება. ჩვენ რუსეთთან შესარიგებელი არაფერი გვაქვს, ჩვენ რუსეთისგან ვითხოვთ დეოკუპაციას და ჩვენი ტერიტორიებიდან გასვლას - შალვა პაპუაშვილი
ეს არის პროცესი, რომელიც ახალი არ არის. ჩვენ გვაქვს შერიგების სამინისტრო, მინისტრის პორტფელი, რომელიც ზუსტად ამ საკითხებით არის დაკავებული და რომლის ამოცანაც ზუსტად ეს არის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.„ის რეაქცია, რაც ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის და ზოგიერთი „ენჯეოს“ მხრიდან, სინამდვილეში ეხება არა შერიგების და შენდობის საკითხს, არამედ მათ გაამჟღავნეს, რომ მათი გზა არ არის მშვიდობის გზა.ჩვენ ვნახეთ ის ნაციონალისტური ხასიათის განცხადებები ბოლო დღეებში, რომელმაც გვაჩვენა, რომ ისინი მტრებს ხედავენ აფხაზებსა და ოსებში.ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ შერიგებაზე, აქ იგულისხმება ოსებთან და აფხაზებთან შერიგება, რუსეთი აქ არაფერ შუაში არ არის. რუსეთთან ურთიერთობა არის აბსოლუტურად სხვა მიმართულება, რასაც ჰქვია დეოკუპაცია და არა შერიგება. ჩვენ რუსეთთან შესარიგებელი არაფერი გვაქვს, ჩვენ რუსეთისგან ვითხოვთ დეოკუპაციას და ჩვენი ტერიტორიებიდან გასვლას.როცა ვსაუბრობთ შერიგებაზე, ეს არის ომის დანაშაულები, რომლებთან შერიგებაც რა თქმა უნდა ვერ მოხდება. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურებაა ის, რომ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა ოს ორ მაღალჩინოსანზე დაკავების ორდერი გამოსცა.ეს არის გააზრება იმ ტკივილებისა, რომელიც ერთმანეთს მივაყენეთ. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ჩვენს მოქალაქეებს და საბოლოო ჯამში დასასჯელი დაისაჯოს, შესანდობს კი შევუნდოთ.არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი 2008 წელს საკუთარი აღიარებითვე, ომამდე ასეთ შეთავაზებას უკეთებდა რუსეთის ხელისუფლებას, რომ აფხაზეთის ტერიტორია გაეყო. ნაწილი ყოფილიყო საქართველოს იურისდიქციის ქვეშ, დანარჩენ ნაწილზე კი ის უარს ამბობდა, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია