საქართველოს ავიაბაზარზე
ოპერირება Transavia France-მა
დაიწყო. ავიაკომპანიამ
პირველი რეისით თბილისში,
ბოინგ 737-800 პარიზის ორლის
აეროპორტიდან 163 მგზავრი
ჩამოიყვანა. საქართველოს
აეროპორტების
გაერთიანების გენერალური
დირექტორის ლევან
მოსეშვილის განცხადებით,
საფრანგეთის დედაქალაქის
სამ საერთაშორისო
აეროპორტთან საქართველო
ახლა ორი საერთაშორისო
აეროპორტით არის
დაკავშირებული.„კიდევ
ერთმა ევროპულმა
ავიაკომპანიამ დაიწყო
ოპერირება ჩვენს
აეროპორტში. მოხარულები
ვართ, რომ ჩვენი
თანამშრომლობა Air France-KLM
ჯგუფთან წარმატებით
დასრულდა და საქართველოს
ავიაბაზარზე,
ფრანგულ-ჰოლანდიური
მულტინაციონალური
საავიაციო ჰოლდინგის
კიდევ ერთი ავიაკომპანია
შემოვიდა.ჩვენ მუდმივად
ვმუშაობთ ბაზრების
დივერსიფიკაციაზე და
ვცდილობთ, საშუალება
მივცეთ ჩვენს მგზავრებს
სხვადასხვა
აეროპორტებიდან
იმოგზაურონ.
მნიშვნელოვანია, რომ Transavia France
თბილისში პარიზის, ორლის
აეროპორტიდან იფრენს. რაც
ნიშნავს, რომ საფრანგეთის
დედაქალაქი საქართველოს
დედაქალაქთან უკვე ორი
საერთაშორისო აეროპორტის
საშუალებით იქნება
დაკავშირებული, ხოლო
პარიზის მესამე
აეროპორტში (ბოვე) ფრენები
ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტიდან
ხორციელდება“, - განაცხადა
ლევან მოსეშვილმა.Transavia France 2006
წელს დაფუძნებული
ფრანგული დაბალბიუჯეტური
ავიაკომპანიაა, რომელიც Air
France-ისა და ჰოლანდიური Transavia-ს
მფლობელობაში შედის. მისი
ძირითადი ბაზა პარიზის,
ორლის აეროპორტში
მდებარეობს. ბილეთების
შეძენა ავიაკომპანიის
ვებგვერდზეა
https://www.transavia.com/accueil/fr-fr
შესაძლებელი.ინფორმაციას
აეროპორტების გაერთიანება
ავრცელებს.