საქართველო-აშშ-ის
ურთიერთობები ფრთხილი
გადატვირთვის პროცესში -
ვაშინგტონიდან ბოლო
პერიოდში გამოგზავნილი
წერილებიდან გამომდინარე,
მმართველ გუნდში
აცხადებენ, რომ აშკარაა,
საქართველოს მთავრობასთან
თანამშრომლობისა და ორ
სახელმწიფოს შორის
ეკონომიკური კავშირების
გაღრმავების
სურვილი."ქართული ოცნების"
წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე
აშშ-ის საელჩოს მიერ
გავრცელებულ განცხადებას
გამოეხმაურა და აღნიშნა,
რომ საქართველოს
პრემიერ-მინისტრი და
საგარეო საქმეთა მინისტრი
ყოველთვის მზად არიან
აშშ-ის ელჩთან შესახვედრად
და საქართველო-აშშ-ის
ურთიერთობის სუფთა
ფურცლიდან
დასაწყებად."ბიძინა
ივანიშვილს არასდროს
დაუყენებია საკუთარი
ინტერესები ქვეყნის და
ხალხის ინტერესების წინ -
ეს ყველაფერი მის წერილშიც
კარგად იყო ასახული. რაც
შეეხება იმას, რომ თუ
რომელიმე ელჩს, მათ შორის,
აშშ-ის ელჩზეა საუბარი,
სურს შეხვედრა
პრემიერ-მინისტრთან,
საგარეო საქმეთა
მინისტრთან, ჩვენ მუდმივად
ვაფიქსირებდით, რომ
პრეზიდენტ ტრამპის
არჩევის შემდეგ, მზად ვართ
სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ
საქართველო-ამერიკის
ურთიერთობები. პრეზიდენტ
ტრამპის წერილიდან
გამომდინარე, ჩვენ უახლოეს
პერიოდში ველოდებით
დამატებით სიახლეებს ამ
მიმართულებით და
დარწმუნებულები ვართ, რომ
ის, რაც ეწერა წერილში,
უახლოეს პერიოდში
ასრულდება," - აცხადებს
ვლადიმერ ბოჟაძე.