ჩვენ მივყვებით ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედ საუკეთესო პრაქტიკას და ყველაზე მსუბუქ რეგულაციებს, სადაც შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ შეკრებების დროს - შალვა პაპუაშვილი

Primetime.ge 2 კვირის წინ 22
ჩვენ მივყვებით ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედ საუკეთესო პრაქტიკას და ყველაზე მსუბუქ რეგულაციებს, სადაც შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ შეკრებების დროს - შალვა პაპუაშვილი
ჩვენ მივყვებით ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედ საუკეთესო პრაქტიკას და ყველაზე მსუბუქ რეგულაციებს, სადაც შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ შეკრებების დროს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განაცხადა.„გვინახავს ბევრი დემონსტრაცია, მიტინგი და როდესაც შენიღბული იყვნენ დემონსტრანტები, ეს ყოველთვის აჩენდა კითხვის ნიშნებს, თუ რა მოტივაცია აქვთ ასეთ ადამიანებს. ასეთი რეგულაციები მოქმედებს როგორც ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში, ისე აშშ-ში, რომლის იდეაც მარტივია – შესაძლებელი იყოს ადამიანების იდენტიფიცირება. ასევე, როდესაც ადამიანი შენიღბულია და ის გრძნობს, რომ მისი იდენტიფიცირება გართულებულია, უფრო თამამი არის კანონდარღვევასა და აგრესიაში. ასე რომ, ჩვენ მივყვებით იმ საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც არსებობს ევროპაში, ავიღებთ ყველაზე მსუბუქ რეგულაციებს. ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში ამ მხრივ არის რეგულაციები, როდესაც საჯარო სივრცეში აკრძალულია სახის დაფარვა, ჩვენ მივყვებით უფრო მსუბუქ რეგულაციებს იმ ქვეყნებისას, სადაც ასეთი შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ შეკრებების დროს. მთავარი იდეა სწორედ ამაში მდგომარეობს. ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედ საუკეთესო პრაქტიკას და ყველაზე მსუბუქ რეგულაციებს მივყვებით.ტექნიკურად ამის მოწესრიგების საკითხს რაც შეეხება, ჩვენ მიმდინარე კვირაში განვიხილავთ, მათ შორის პიროტექნიკის რეგულაციების საკითხებს, შემოტანა-რეალიზაციის საკითხებს, რაზეც დიდი ხანია, მიდიოდა საუბარი. მათ შორის წინა მოწვევის პარლამენტში და ამ მოვლენებმა გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია, ეს სფერო იყოს მოწესრიგებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა: „მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის, კონტრშეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა“.
სრულად წაიკითხეთ სტატია