
მადრიდის “რეალის” ცენტრალურმა მცველმა, რაულ ასენსიომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში “სიტისთან” (3:0) მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ახალგაზრდა ესპანელის თქმით, “ბლანკოსისთვის” მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს.
“ჩვენ მადრიდის “რეალი” ვართ. საერთოდ არ ვფიქრობთ იმაზე, ვის შევხვდებით. ვიბრძოლებთ და მომდევნო ეტაპზე გასვლას ვეცდებით”, – განაცხადა ასენსიომ.
ცნობისთვის, “ბლანკოსის” მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ან მადრიდის “ატლეტიკო”, ან “ლევერკუზენი” იქნება.