საქართველო გასულ წელსაც
გავიდა პირველ ადგილზე
ეკონომიკური ზრდის
მაჩვენებლით არა მარტო
ფართო რეგიონში, არამედ
ევროპის მასშტაბით, არცერთ
სხვა ქვეყანას 9.5%
ეკონომიკური ზრდა არ
ჰქონია, - განუცხადა
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ
ჟურნალისტებს.მთავრობის
მეთაურის შეფასებით, ეს
სწორი მენეჯმენტის,
სათანადო საინვესტიციო
გარემოს, კანონმდებლობის,
სათანადო საგადასახადო
რეჟიმის და ქვეყანაში
მშვიდობის შენარჩუნების
შედეგია.„ჩვენ გავასწარით
2023 წლის საკუთარ
მაჩვენებელს, მაშინ
ეკონომიკური ზრდა გვქონდა
7.8% და ახლა 9.5%, რა თქმა უნდა,
ეს მეტყველებს იმაზე, რომ
ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი
ტენდენციები ეკონომიკური
მიმართულებით. საქართველო
გასულ წელსაც გავიდა
პირველ ადგილზე
ეკონომიკური ზრდის
მაჩვენებლით არა მარტო
ფართო რეგიონში, არამედ
ევროპის მასშტაბით. არცერთ
სხვა ქვეყანას 9.5%
ეკონომიკური ზრდა არ
ჰქონია. ეს არის სწორი
მენეჯმენტის, სათანადო
საინვესტიციო გარემოს,
კანონმდებლობის, სათანადო
საგადასახადო რეჟიმის
შედეგი და ეს არის იმის
შედეგი პირველ რიგში, რომ
ქვეყანა ინარჩუნებს
მშვიდობას. რა თქმა უნდა,
ჩვენ ვართ პასუხისმგებელი
იმაზე, რომ მომავალშიც
მაქსიმალურად ვიზრუნოთ
ეკონომიკურ
განვითარებაზე, იმიტომ, რომ
ეკონომიკური განვითარება
არის მთავარი გასაღები
ყველა მიმართულებით, მათ
შორის, ჩვენი საგარეო
პოლიტიკური პოზიციების
განვითარების კუთხითაც“, -
განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.