ჩვენ ვართ მოხარული, რომ
გვაქვს ღირებულებითი
თანხვედრა ახალი
პრეზიდენტის
ადმინისტრაციასთან. ბევრი
რამ იქნება დამოკიდებული
იმაზე, თუ რამდენად შეძლებს
პრეზიდენტ ტრამპის
ადმინისტრაცია დიფ
სთეითის სრულად
დამარცხებას აშშ-ში, - ამის
შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართულ
ბრიფინგზე
განაცხადა.პრემიერის
თქმით, საქართველოს
ხელისუფლებას სურს სუფთა
ფურცლიდან განაახლოს
სტრატეგიული პარტნიორობა
აშშ-სთან.„ჩვენ რა თქმა
უნდა, ვართ ძალიან
დაინტერესებულები, რომ
მოხდეს აშშ-სთან
ურთიერთობების
გადატვირთვა. უფრო მეტიც,
ჩვენ განვაცხადეთ, რომ
გვინდა სუფთა ფურცლიდან
განვაახლოთ სტრატეგიული
პარტნიორობა აშშ-სთან და
უფრო მეტიც, ეს გვინდა
გავაკეთოთ კონკრეტული
გზამკვლევით, დაახლოებით
ისეთივე გზამკვლევით,
როგორიც არის შექმნილი
ევროკავშირი-საქართველოს
ურთიერთობებისთვის,
როგორიც არის ასოცირების
დღის წესრიგი. მზად ვართ,
რომ კონკრეტული
გზამკვლევით, კონკრეტული
ინდიკატორებით, სამიზნე
მაჩვენებლებით განვაახლოთ
სტრატეგიული პარტნიორობა
აშშ-სთან. ჩვენ ვართ
მოხარული, რომ გვაქვს
ღირებულებითი თანხვედრა
ახალი პრეზიდენტის
ადმინისტრაციასთან. ბევრი
რამ იქნება დამოკიდებული
იმაზე, თუ რამდენად შეძლებს
პრეზიდენტ ტრამპის
ადმინისტრაცია დიფ
სთეითის სრულად
დამარცხებას აშშ-ში. ჩვენ
ვართ ოპტიმისტურად
განწყობილი და გვაქვს
სრული მზაობა იმისათვის,
რომ გადაიტვირთოს
ქართულ-ამერიკული
ურთიერთობები“, - განაცხადა
პრემიერმა.