ჩვენ ვაპირებთ, რომ იმ
მნიშვნელოვან პოლიტიკურ
მოცემულობაში, რომელმაც
საბოლოო ჯამში უნდა
მიგვიყვანოს ქვეყნის
დემოკრატიულ ჩარჩოში
დაბრუნებამდე, მათ შორის
ხელახალ არჩევნებამდე,
სერიოზულ წინსვლას და
წარმატებას მივაღწიოთ, –
ამის შესახებ „გახარია –
საქართველოსთვის“ წევრმა,
ბექა ლილუაშვილმა
განაცხადა.ლილუაშვილის
თქმით, მმართველმა პარტია
ციხიდან უნდა გამოუშვას
აქციებისას დაკავებულები
და ასევე, მნიშვნელოვანია,
რომ საზოგადოება გვერდით
დაუდგეს იმ ხალხს, ვინც
სამსახურებიდან
გამოუშვეს.„საახალწლო
დღეებს მოქალაქეებთან
ერთად ვიზეიმებთ, მაგრამ არ
უნდა დაგვავიწყდეს, რომ
უკვე გვყავს ასობით
დაზარალებული ორი
სხვადასხვა
მიმართულებიდან – ეს არის
ადამიანებზე ფიზიკური
ძალადობა და
ეკონომიკურ-სოციალური
ტერორი. ჩვენ მათ მიმართ
უკიდურესად სოლიდარულები
უნდა ვიყოთ და კიდევ ერთხელ
მოვუწოდებთ ხელისუფლებას,
რომ ეს ადამიანები საკუთარ
ოჯახებს დაუბრუნოს,
აზეიმონ ახალი წლის
დადგომა. მეორე, რომელიც
არანაკლებ მძიმეა, არიან
რეპრესიული რეჟიმის
შედეგად დაზარალებული
საჯარო მოხელეები,
რომლებიც სამსახურიდან
გაუშვეს, მაგალითად,
ტყიბულის შახტები,
ჭიათურის მაღაროები,
ზესტაფონის
ფეროშენადნობთა ქარხანა,
ასობით ადამიანი
უმუშევარი დარჩა. მათ
ყველას მხნეობასა და
გამძლეობას ვუსურვებ.
საზოგადოებას მივმართავ,
ჩვენ უნდა ვიყოთ, როგორც
ფიზიკური ძალადობის
შედეგად დაზარალებული
ადამიანების, ასევე
ეკონომიკური და
რეპრესიული რეჟიმის
შედეგად დაზარალებული
ადამიანების მიმართ
სოლიდარულები.
მაქსიმალურად უნდა
გამოვნახოთ საშუალებები,
რესურსები და მექანიზმები,
რომ ამ ადამიანების
ინტერესი დავიცვათ“, –
განაცხადა
ლილუაშვილმა.ბექა
ლილუაშვილის განცხადებით,
ქვეყანაში სამწუხაროდ
შეიქმნება ეკონომიკური
კრიზისი.„პოლიტიკური
კრიზისის მეორე ფაზაში,
სადაც ჩვენ, სამწუხაროდ
მოგვიწევს მძიმე
ეკონომიკურ პრობლემებთან
გამკლავება დისფუნქციური
ხელისუფლების პირობებში,
ჩვენი ვალდებულება იქნება,
საქართველოს
საზოგადოებას, რაც
შეიძლება ნაკლები
ხარისხით შეეხოს ეს ზიანი
და მთელი აქცენტით
საერთაშორისო სანქციების
ტვირთი დაეკისროს
პასუხისმგებელ
ადამიანებს. ესენი არიან
„ქართული ოცნების“
წარმომადგენლები“, –
განაცხადა ლილუაშვილმა.