ჩვენ დღესვე მზად ვართ ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით სიღრმისეულად ვიმსჯელოთ, თუ რაიმე არ არის ჩვენს ინტერესებში, ეს არის აშშ-სთან დაპირისპირება - გიორგი ვოლსკი

Primetime.ge 4 დღის წინ 16
ჩვენ დღესვე მზად ვართ ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით სიღრმისეულად ვიმსჯელოთ, თუ რაიმე არ არის ჩვენს ინტერესებში, ეს არის აშშ-სთან დაპირისპირება - გიორგი ვოლსკი
ჩვენ დღესვე მზად ვართ ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით სიღრმისეულად ვიმსჯელოთ და თუ რაიმე არ არის ჩვენს ინტერესებში, ეს არის აშშ-ის დღევანდელ და თუნდაც არჩეულ ადმინისტრაციასთან დაპირისპირება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.მისი თქმით, ხელისუფლება ვალდებულია ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანოს.„ამ ადმინისტრაციის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო ეროვნული უშიშროების პოზიციაზე, საკვანძო თანამდებობაზე ინიშნება ადამიანი, ქალბატონი, ყოფილი სამხედრო, რომელზეც ამბობენ, რომ ის რუსული პროექტია, რუსეთუმეა და ა.შ. ანუ, შიგნით არის დაპირისპირება პოზიციების, რომელიც მე ვფიქრობ, უახლეს პერიოდში კიდევ გამწვავდება. ეს ერთი პატარა მაგალითია. ჩვენ არავის მუშტი არ უნდა ვუქნიოთ, მაგრამ ვალდებულები ვართ, რომ ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ და მზად ვიყოთ ყველანაირი გართულებისთვის საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერით. უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რა გვჭირდება ჩვენ, საზოგადოება უნდა იდგეს მყარად და სახელმწიფო სტრუქტურები გამართულად უნდა მუშაობდეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ. 
სრულად წაიკითხეთ სტატია