ჩვენ ვართ მართლაც
სასიცოცხლო მნიშვნელობის
არჩევნების მოლოდინში.
ქვეყანა საკმაოდ სწრაფად
ვითარდება, თუმცა ჯერ კიდევ
გვაქვს გარკვეული
გამოწვევებიც, - ამის
შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე Euronew-ისთვის
მიცემულ ინტერვიუში
აცხადებს.როგორც
პრემიერ-მინისტრი
აღნიშნავს, ეს არჩევნები
ასევე წარმოადგენს
რეფერენდუმს მშვიდობისა
და ომის საკითხზე.„ჩვენ
გვწამს, რომ „ქართული
ოცნების“ ხელისუფლება
არის ქვეყანაში მშვიდობის
ყველაზე მყარი გარანტორი.
მეორე მხრივ, საქმე ეხება
ქვეყნის განვითარებას“, -
აცხადებს ირაკლი
კობახიძე.მისივე თქმით,
ბოლო 2,5 წლის განმავლობაში
საქართველოს აქვს
ეკონომიკური ზრდის
თითქმის ორნიშნა
მაჩვენებელი - ყველაზე
მაღალი შედეგი არა მხოლოდ
რეგიონში, არამედ
ევროპაშიც კი.„2021, 2022 და 2023
წლებში საქართველოს
ეკონომიკური ზრდის
საშუალო მაჩვენებელი
შეადგენდა დაახლოებით 9.7%-ს.
წლევანდელი წინასწარი
მონაცემებით კი, გვაქვს
10%-იანი ეკონომიკური ზრდა.
ასე, რომ ამ ტენდენციის
შენარჩუნება ძალიან
მნიშვნელოვანია. ჩვენ
გვესმის, რომ სათანადო
ეკონომიკური
მაჩვენებლების გარეშე
საქართველოს არ მიიღებენ,
როგორც ევროკავშირის
სრულფასოვან წევრს“, -
აცხადებს
პრემიერ-მინისტრი.პრემიერ-მინისტრთან
ინტერვიუ ევრონიუსის
ეთერში დღეს, თბილისის
დროით 23:00 საათზე გავა.