ჩვენ გვსურს საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერა, უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ არ დავანგრიოთ ის, რაც შემდეგ ხელახლა უნდა შევაკეთოთ, სანქციებამდე სხვა ზომებს ვისურვებდი - ალექსანდერ შალენბერგი

Primetime.ge 1 კვირა წინ 9
ჩვენ გვსურს საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერა, უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ არ დავანგრიოთ ის, რაც შემდეგ ხელახლა უნდა შევაკეთოთ, სანქციებამდე სხვა ზომებს ვისურვებდი - ალექსანდერ შალენბერგი
საქართველო არის ქვეყანა, რომლის ევროპული გზის მხარდაჭერაც გვსურს. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას სურს ეს გზა. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად, რომ ძალიან შორს არ წავიდეთ და არ დავანგრიოთ ის, რაც შემდეგ ხელახლა უნდა შევაკეთოთ, – ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ შალენბერგმა განაცხადა.მისივე თქმით, მალტაში შეხვედრის დროს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ძალიან ღია დისკუსი ჰქონდა.რაც შეეხება სანქციებს, რასთან დაკავშირებითაც ბრიუსელში დღეს იმსჯელებენ, ალექსანდერ შალენბერგი ამბობს, რომ სანქციები ყოველთვის დიპლომატიური ანბანის დასასრულია და სანქციებამდე სხვა ზომებს ისურვებდა.„მე შევხვდი მას მალტაზე. ჩვენ გვქონდა ძალიან ღია დისკუსია. ჩემი მოსაზრება მკაფიოა. მე არ მინდა კარის დახურვა და საქართველოსთან დამაკავშირებელი ხიდების გადაწვა არ მსურს. საქართველო არის ქვეყანა, რომლის ევროპული გზის მხარდაჭერაც გვსურს. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას სურს ეს გზა. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად, რომ ძალიან შორს არ წავიდეთ და არ დავანგრიოთ ის, რაც შემდეგ ხელახლა უნდა შევაკეთოთ. ამასთან ერთად, ძალადობა, რომელიც გასულ კვირას ვიხილეთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, უბრალოდ მიუღებელია. ასე რომ, მჯერა, რომ გზავნილი აუცილებელია. ჩვენ დღეს განვიხილავთ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას დიპლომატებისთვის და შესაძლოა, პერსონალური სანქციები. მე მჯერა, რომ ეს არის გზა, რომელსაც შეგვიძლია, მივდიოთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის ერთიანობა. მოდით, არ დავხუროთ კარი. ხალხი სხვა რამეს იმსახურებს. სანქციები ნიშნავს, რომ გვაქვს დიალოგის დანაკლისი. ეს ყოველთვის არის დიალოგისა და დიპლომატიის დასასრული. მჯერა, რომ ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ, უნდა ვისაუბროთ, უნდა დავარწმუნოთ და ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ზოგერთი ზეწოლის ბერკეტები. სანქციები არის ყოველთვის დიპლომატიური ანბანის დასასრული. მე ვისურვებდი სანქციებამდე სხვა ზომებს“, – განაცხადა ალექსანდერ შალენბერგმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია