ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ჩვენი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ქვეყანას, რომ ძალადობა იქნეს დაგმობილი ყველა მიმართულებით - ალენ ბერსე

Primetime.ge 2 დღის წინ 2
ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ჩვენი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ქვეყანას, რომ ძალადობა იქნეს დაგმობილი ყველა მიმართულებით - ალენ ბერსე
მე არ ვიყავი უშუალოდ დემონსტრაციების ადგილზე, არ მიმიღია მონაწილეობა, შესაბამისად, ვერ გავაკეთებ შეფასებას. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ჩვენი კომპეტენციები, ჩვენი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ქვეყანას იმისათვის, რომ ძალადობა იქნეს დაგმობილი ყველა მიმართულებით, - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე პასუხად კითხვაზე ფლობს თუ არა ის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აქციების დროს 150-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა.„კონკრეტულ დეტალზე ნამდვილად ვერ გავაკეთებ კომენტარს, ამიტომ გვჭირდება კანონის უზენაესობა, სტაბილური ინსტიტუციები იმისთვის, რომ ყველა პრობლემაზე ვიმუშაოთ. მე არ ვიყავი უშუალოდ დემონსტრაციების ადგილზე. მე არ მიმიღია მონაწილეობა, შესაბამისად, ვერ გავაკეთებ შეფასებას. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ჩვენი კომპეტენციები, ჩვენი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ქვეყანას იმისათვის, რომ ძალადობა იქნეს დაგმობილი ყველა მიმართულებით და, რა თქმა უნდა, დანარჩენი ეს არის საქართველოს ხელისუფლების უფლებამოსილება. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავითარ შემთხვევაში არ იქნეს დაშვებული ის, რომ ძალადობა გადაიქცეს დაუსჯელობაში და ამიტომაც არსებობენ უწყებები, ამიტომაც არსებობს კანონები და ამიტომაც ევროპის საბჭო მუდმივად საუბრობს და მუდმივად იმეორებს, რომ სამართლიანობა, კანონის უზენაესობა, სამართლიანი აღსრულება კანონების არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ბერსემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია