ჩვენ არ ვიზიარებთ წინადადებას, რომელიც ითვალისწინებს ქართული დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებას და არც იმ წინადადებებს, რომლებიც საქართველოს ამ ასამბლეისგან გარიცხვას ისახავს მიზნად - ელიზაბეტა გარდინი

Primetime.ge 1 კვირა წინ 15
ჩვენ არ ვიზიარებთ წინადადებას, რომელიც ითვალისწინებს ქართული დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებას და არც იმ წინადადებებს, რომლებიც საქართველოს ამ ასამბლეისგან გარიცხვას ისახავს მიზნად - ელიზაბეტა გარდინი
ჩვენ არ ვიზიარებთ წინადადებას, რომელიც ითვალისწინებს ქართული დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებას, და, რა თქმა უნდა, არც იმ წინადადებებს, რომლებიც საქართველოს ამ ასამბლეისგან გარიცხვას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ "ევროპელი კონსერვატორების ჯგუფის" წარმომადგენელმა ელიზაბეტა გარდინიმ განაცხადა.მისი განმარტებით, იმედოვნებენ, რომ ქართული დელეგაცია მალე შეძლებს დაბრუნებას, რადგან ყველაზე რთულ მომენტებშიც კი, როდესაც პოზიციები ერთმანეთისგან შორსაა, დიალოგი ყოველთვის სჯობს სიჩუმეს."მიგვაჩნია, რომ აუცილებელია საქართველოსთან დიალოგი ღია დარჩეს. ჩვენ არ ვიზიარებთ წინადადებას, რომელიც ითვალისწინებს ქართული დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებას, და, რა თქმა უნდა, არც იმ წინადადებებს, რომლებიც საქართველოს ამ ასამბლეისგან გარიცხვას ისახავს მიზნად. მე ვფიქრობ, უნდა გავიხსენოთ, რომ როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ, მხოლოდ მთავრობაზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ ხალხზე, რომელიც იმედით უყურებს ევროპას.მკაფიო და ძლიერ მოწოდებას ვუგზავნით ქართულ ხელისუფლებას: მოუსმინეთ ამ ასამბლეის რეკომენდაციებს, გაითვალისწინეთ ვენეციის კომისიისა და ადამიანის უფლებათა კომისრის დაკვირვებები. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ქართული დელეგაცია მალე შეძლებს ამ დარბაზში დაბრუნებას, რადგან ყველაზე რთულ მომენტებშიც კი, როდესაც პოზიციები ერთმანეთისგან შორსაა, დიალოგი ყოველთვის სჯობს სიჩუმეს. ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი როლი, არა იმისთვის, რომ ვინმეს მოვეწონოთ ან დავსაჯოთ, არამედ იმისთვის, რომ ერთად ავაშენოთ ევროპა, რომელიც უფრო სამართლიანი, თავისუფალი და მყარად დაფუძნებული იქნება თავის ფუნდამენტურ ღირებულებებზე", - განაცხადა გარდინიმ.
სრულად წაიკითხეთ სტატია