ჩვენ არ გვაქვს
დიპლომატიური
ურთიერთობები რუსეთთან, -
ასე უპასუხა საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ Euronews-ის
ჟურნალისტის კითხვას,
როდის ჰქონდა ბოლო საუბარი
კრემლთან.პრემიერმა
აღნიშნა, რომ საქართველოს
ხელისუფლებას კომუნიკაცია
აქვს დასავლელ
პარტნიორებთან ევროპასა
და აშშ-ში.“საქართველო,
ალბათ ერთადერთი ქვეყანაა
რეგიონში, რომელსაც არ აქვს
დიპლომატიური
ურთიერთობები
რუსეთთან.ჩვენ გვაქვს
კომუნიკაცია ჩვენს
დასავლელ პარტნიორებთან
ევროპასა და აშშ-ში. ასეთია
სურათი, დღეის
მდგომარეობით,”- აღნიშნა
ირაკლი
კობახიძემ.პრემიერ-მინისტრთან
ინტერვიუ Euronews-ის ეთერში
დღეს, თბილისის დროით 23:00
საათზე გავა.