
ჩემპიონთა ლიგის ორი პირველი მეოთხედფინალური მატჩი ჩატარდა.
„არსენალმა“ სახლში „რეალი“ 3:0 დაამარცხა. დუბლი საოცრად შესრულებული საჯარიმოებიდან რაისმა შეასრულა, ერთი გოლი კი მერინომ გაიტანა. „მეთოფეებს“ უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლოთ მოგება, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე კურტუა.
„ინტერმა“ სტუმრად „ბიერნს“ 2:1 სძლია. მარტინესმა ტურნირზე მე-19 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით „ნერაძურის“ ისტორიაში ბომბარდირი გახდა.
არსენალი – რეალი 3:0
გოლები: 1:0 რაისი (58), 2:0 რაისი (70), 3:0 მერინო (75)
გაძევება: კამავინგა (90+4, რეალი)
ბაიერნი – ინტერი 1:2
საპასუხო შეხვედრები 16 აპრილს გაიმართება.