ქვეყანაში არსებულმა
პოლარიზაციამ და
დაპირისპირებამ უაღრესად
საშიშ ნიშნულს მიაღწია-
აცხადებს სახალხო
დამცველი. ლევან
იოსელიანის განცხადებით,
ომბუდსმენის
რწმუნებულებმა დაკავების
პირველივე საათებში
მოინახულეს ნიკა გვარამია,
გელა ხასაია, ზურაბ
დათუნაშვილი და ასევე
სისხლის სამართლის წესით
დაკავებული შვიდი
პირი.მისივე თქმით, ამ
დროისთვის უკვე 260
დაკავებულს ესაუბრნენ -
მათგან 188 მოქალაქე
პოლიციის მხრიდან
არასათანადო მოპყრობაზე
მიუთითებს. ლევან
იოსელიანმა მოინახულა
დაკავებული ალეკო
ელისაშვილი.სახალხო
დამცველის თქმით,
პოლიციელების მხრიდან
დაკავებისას გამოყენებული
იყო არაპროპორციული
ძალა."შემაშფოთებელია ის
მეთოდები, რომელსაც
სამართალდამცავები
იყენებენ მოქალაქეების
დაკავების დროს. ამ
დროისთვის ჩემმა
რწმუნებულებმა 260 პირი
მოინახულეს, აქედან 188 პირი
პოლიციის მხრიდან
არასათანადო მოპყრობაზე
საუბრობს. დაპირისპირებამ
უაღრესად საშიშ ნიშნულს
მიაღწია ასეთ დროს ყველა
ჩვენგან განსაკუთრებული
პასუხისმგებლობა
გაგვაჩნია,
განსაკუთრებული
პასუხისმგებლობა კი
ხელისუფლებას აკისრია,"-
აცხადებს ლევან იოსელიანი.