"ჩემი ხმა ევროპას" "კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან" და დესტრუქციულ ოპოზიციასთან აფილირებული "არასამთავრობო ორგანიზაციაა" - ირაკლი კირცხალია

Primetime.ge 2 თვის წინ 41
"ჩემი ხმა ევროპას" "კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან" და დესტრუქციულ ოპოზიციასთან აფილირებული "არასამთავრობო ორგანიზაციაა" - ირაკლი კირცხალია
წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს კოალიცია "ჩემი ხმა ევროკავშირს". 30 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანება ამბობს, რომ ხელისუფლება მესამე სექტორის დისკრედიტირებას ცდილობს. საუბრობს საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების რაოდენობის გაუმჭვირვალობაზეც.განცხადება ლონდა თოლორაიამ გააკეთა. აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ცესკოსთვის გადაცემული მონაცემები, სავარაუდოდ არ ასახავს რეალობას.ბრიფინგზე ყურადღება გამახვილა ანტი კორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაზე ორი ორგანიზაცია პოლიტიკური მიზნის მქონდე სუბიექტად გამოეცხადებინა- ითქვა, რომ ამით სადამკვირვებლო მისიებს ხელს უშლიან.საპასუხო კომენტარი უკვე გაკეთდა მმართველ გუნდში- "ქართულ ოცნებაში" არასამთავრობო სექტორის ოპოზიციასთან კავშირზე საუბრობენ. პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, "ჩემი ხმა ევროპას" "დესტრუქციულ ოპოზიციასთან აფილირებული "არასამთავრობო ორგანიზაციაა"."ჩემი ხმა ევროპას", პირდაპირ "კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან" და დესტრუქციულ ოპოზიციასთან აფილირებული "არასამთავრობო ორგანიზაციაა". ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აფილირებულია კოლექტიურ გიგაურთან და ლომჯარიასთან, მათი განცხადებები და ობიექტურობა ისეა, როგორც წყალი და ზეთი. ნული ნდობა ჩვენი მხრიდან და ნებისმიერი ობიექტური, თავმოყვარე საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან. დამერწმუნეთ, მალე მოვა 26 ოქტომბრის არჩევნები და "ნაციონალური მოძრაობის" ქვე შპს-ები მიხვდებიან, რეალურად რა არის მწარე დამარცხება", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია