ვენდობი ეუთო/ოდირის
დასკვნებს და არა
ადგილობრივი
სადამკვირვებლო
ორგანიზაციების
შეფასებებს, ეს ჩემი
უფლებაა, გირჩევთ, აქციები
იმ ორგანიზაციებთან
გამართოთ, ვინც ტყუილები
დაგაჯერათ, – ამის შესახებ
საქართველოს სახალხო
დამცველმა, ლევან
იოსელიანმა
განაცხადა.იოსელიანი დღეს
სახალხო დამცველის
ოფისტან გამართულ აქციას
გამოეხმაურა.„დღეს ჩემს
ოფისთან რამდენიმე
ადამიანმა აქცია გამართა.
მათგან ზოგი შეგნებულად
ავრცელებს არასწორ
ინფორმაციას, ზოგი კი,
სავარაუდოდ შეცდომაშია
შეყვანილი. მსაყვედურობენ,
თითქოს თვალს ვხუჭავ
მიმდინარე აქციების დროს
პოლიციის მხრიდან
პროტესტის მონაწილეთა
მიმართ სავარაუდო წამების,
არასათანადო,
დამამცირებელი ან
არაადამიანური მოპყრობის
ფაქტებზე. იმის დასტურად,
რომ ეს სიმართლეს არ
შეესაბამება,
წარმოგიდგენთ ჩემ მიერ
აქციების მიმდინარეობის
პერიოდში გაკეთებული
განცხადებების მხოლოდ
ნაწილს, რომელთა სრული
ვერსიები თანდართულ
ბმულებზე შეგიძლიათ,
იხილოთ.რაც შეეხება
არჩევნების საკითხს, კიდევ
ერთხელ განვმარტავ: მე ვერ
შევაფასებ არჩევნების
გაყალბების საკითხს,
ვინაიდან არ წარმოვადგენ
სადამკვირვებლო
ორგანიზაციას. ის, რომ
ვენდობი ეუთო/ოდირის
დასკვნებს და არა
ადგილობრივი
სადამკვირვებლო
ორგანიზაციების
შეფასებებს, ჩემი უფლებაა.
არ მჯერა, რომ 100 000 ადამიანს
პირადობის მოწმობა
ჩამოართვეს. ეს რომ
სიმართლე იყოს, მათი
ნახევარი მაინც აქციაზე
იქნებოდა. ამ გარემოების
დასადასტურებლად
მტკიცებულება არ მინახავს.
აქციის
ორგანიზატორებისგან
მოვისმინე, რომ ამის თქმის
უფლება არ მაქვს, რაც
უბრალოდ ღიმილის
მომგვრელია. გირჩევთ,
აქციები იმ
ორგანიზაციებთან
გამართოთ, ვინც ეს ტყულები
დაგაჯერათ.რაც შეეხება
საარჩევნო უფლების
დარღვევის ფატებს, როგორც
წინასაარჩევნო პერიოდში,
ასევე არჩევნების დღეს და
შემდგომ პერიოდშიც
ვაფიქსირებდი და
შესაბამის რეაგირებას
ვახდენდი ყველა ფაქტზე.
იდენტიფიცირებული გვაქვს
110 სავარაუდო დანაშაულის
შემთხვევა. თითოეულ
მათგანთან დაკავშირებით
კანონით გათვალისწინებული
ზომები იქნა მიღებული. ამის
დასტურადაც, შესაბამისი
განცხადებების ბმულებს
ვურთავ. დაბოლოს, რომელი
ტელევიზიის ეთერში
გამოვჩნდები, ნამდვილად არ
შეგეკითხებით (შეიძლება
ადრე ასე იყო). მივალ იქ,
სადაც დამიძახებენ და ჩემი
აზრის მოსმენა
დააინტერესებთ. სანამ მე
ვარ სახალხო დამცველი,
სიმართლე არ დაიმალება.
რამდენიმე აქტივისტის
ჭკუაზე, რომლებმაც
ძირითადად ბილწსიტყვაობით
და სიძულვილის ენის
გამოყენებით გამაცნეს
თავი, ეს ინსტიტუტი არ
ივლის. ამას უნდა შეეგუოთ –
მომდევნო 4 წლის
განმავლობაში. P.S შეეშვით
აპარატის თანამშრომლების
თაგვას, დანამუსებას და
ზეწოლას, არ ხართ აქ
ყველაზე პოპულარული
ხალხი“, – განაცხადა
იოსელიანმა.