ჩემი როლი არ არის, ვუთხრა
ქართველებს, რომელ პარტიას
დაუჭირონ მხარი ან არ
დაუჭირონ, ეს იქნებოდა
აშკარა ჩარევა. ეს არის ის,
რასაც მე არ ვაკეთებ,
მაგრამ ჩემი როლია, ვუთხრა
ყველას, რა ეხმარება
საქართველოს წინსვლაში,
რათა ერთ დღეს
ევროკავშირის წევრი
გახდეს, – ამის შესახებ
საქართველოში
ევროკავშირის ელჩმა, პაველ
ჰერჩინსკიმ კითხვაზე
საპასუხოდ
განაცხადა.ჰერჩინსკიმ
უპასუხა კითხვას: „ქართული
ოცნების“ წარმომადგენლები
აცხადებენ, რომ დასავლელი
პარტნიორების
განცხადებები და აქტივობა
წინასაარჩევნოდ აღიქმება,
როგორც პირდაპირი ჩარევა.
აქედან გამომდინარე არის
თუ არა ეს ნამდვილად
ჩარევა“.„საქართველომ ორ
წელზე მეტი ხნის წინ
შეიტანა ევროკავშირის
წევრობის განაცხადი. აქ
გამომგზავნეს
ევროკავშირის უმაღლესმა
წარმომადგენლებმა, რათა
წარმოვადგინო
ევროკავშირის პოზიცია
ქართული ხელისუფლების
მიმართ. ჩემი როლი არ არის,
ვუთხრა ქართველებს, რომელ
პარტიას დაუჭირონ მხარი ან
არ დაუჭირონ. ეს იქნებოდა
აშკარა ჩარევა. ეს არის ის,
რასაც მე არ ვაკეთებ,
მაგრამ ჩემი, როგორც
ევროკავშირის ელჩის, როლია,
ვუთხრა ყველას ხმამაღლა და
მკაფიოდ, რა ეხმარება
საქართველოს წინსვლაში,
რათა ერთ დღეს გახდეს
ევროკავშირის წევრი და რა
ეწინააღმდეგება
ფაქტობრივად საქართველოს
ევროკავშირის წევრ
სახელმწიფოდ გახდომას.ეს
არის ის, რასაც ვცდილობ
გავაკეთო პირველი დღიდან.
ასევე, ვცდილობ, დავეხმარო
საქართველოს წინსვლას
ევროკავშირში
გაწევრიანებისკენ, რაც,
როგორც ვიცით,
მხარდაჭერილია
ქართველების უმრავლესობის
მიერ, ჩაწერილია თქვენს
კონსტიტუციაში და
მხარდაჭერილია, როგორც
მესმის, ყველა პოლიტიკური
პარტიის მიერ. ბოდიში, რომ
არ ვარ თავმდაბალი, მაგრამ
მართლა ბედნიერი ვარ, რომ
როგორც ევროკავშირმა,
ბოლოს და ბოლოს
გადავწყვიტეთ,
საქართველოს აქვს
შესაძლებლობა, გახდეს
ერთ-ერთი ჩვენგანი,
შეუერთდეს ევროპულ ოჯახს.
ასევე ჩემი როლია,
გამოვიყენო ყველა
ინსტრუმენტი, რაც გვაქვს
ევროკავშირს ჩვენს
განკარგულებაში, რათა
დავეხმაროთ ამ პროცესის
წინსვლას, მაგრამ ახლა ეს
პროცესი ქართული
ხელისუფლების ხელშია. ჩვენ
ხმამაღლა და მკაფიოდ
ვთქვით, რა რეფორმებია
საჭირო. თითქმის ერთი წლის
წინ გამოვაქვეყნეთ
პირველი გაფართოების
ანგარიში დეტალური
რეკომენდაციებით, რა უნდა
გაკეთდეს. ჩვენ ვთარგმნეთ
ეს გაფართოების ანგარიში
ე.წ. ცხრა ნაბიჯად. ეს მხოლოდ
ერთი გვერდია. ყველამ იცის,
რა უნდა გაკეთდეს, თუმცა,
როგორც საქართველოში
ევროკავშირის ელჩს, ჩემი
პასუხისმგებლობაა, ვთქვა
ხმამაღლა და ნათლად, რომ
ბოლო რამდენიმე თვე
დაიკარგა და, სამწუხაროდ,
ნაცვლად იმისა, წინ
წავსულიყავით საჭირო
რეფორმებით, ბევრი
უარყოფითი რამ ხდება. იყო
ბევრი გადაწყვეტილება,
ბევრი საკანონმდებლო
გადაწყვეტილება, რომელსაც
ნაცვლად იმისა, რომ
საქართველო ევროკავშირთან
დაეახლოებინა, სრულიად
შეუთავსებელი იყო ძირითად
ღირებულებებთან, რომლებიც
ჩაწერილია
ხელშეკრულებებში.
ვიმეორებ: თავისუფლება,
დემოკრატია, კანონის
უზენაესობა,
უმცირესობების უფლებები.
გულწრფელად იმედი მაქვს,
რომ არჩევნების შემდეგ,
ვინც არ უნდა აირჩიოს
ქართველმა ხალხმა, ძალიან
ბევრს გავაკეთებთ არა
მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი
ორმხრივი ურთიერთობები
ორმხრივად სასარგებლო
იყოს, რადგან ამას ვაკეთებთ
მსოფლიოს ყველა
ქვეყანასთან, არამედ
იმისთვისაც, რომ
საქართველომ დაეწიოს
მოვლენებს და ძალიან
სწრაფად წავიწიოთ წინ
საქართველოს ევროკავშირში
გაწევრიანების გზაზე. ჩვენ
გვინდა, ერთ-ერთი ჩვენგანი
იყოთ, დასხდეთ
მოლაპარაკებების
მაგიდასთან ევროკავშირის
ამჟამინდელ ლიდერებთან
ერთად და სწრაფად
გადაწყვიტოთ ჩვენი საერთო
მომავალი“, – განაცხადა
პაველ ჰერჩინსკიმ.ამასთან,
ჰერჩინსკის კითხვა
დაუსვეს, როგორ შეაფასებდა
დედაქალაქის მერის, კახა
კალაძის განცხადებას,
რომლის მიხედვითაც, „ყველა
განვითარებულ ქვეყანაში
ევროკავშირის ელჩს
გამოაპანღურებდნენ
ქვეყნიდან“, რაზეც პაველ
ჰერჩინსკიმ
აღნიშნა:„პირველი დღიდან
ძალიან ნათლად ვამბობდი,
რომ არ გავაკეთებ
კომენტარს სხვების
განცხადებებზე. ეს არ არის
ჩემი როლი, როგორც
ევროკავშირის ელჩის. ჩემი
როლი, როგორც ევროკავშირის
ელჩის, არის, წარმოვადგინო
ევროკავშირის პოზიცია. ასე
რომ, განსაკუთრებით ახლა,
მიმდინარე საარჩევნო
კამპანიის კონტექსტში,
გთხოვთ, მაპატიოთ, მაგრამ
არ გავაკეთებ კომენტარს ამ
ან რომელიმე სხვა
განცხადებაზე. რაც
შემიძლია გითხრათ არის ის,
რომ დიპლომატიური
პრაქტიკის თანახმად,
ყოველთვის არსებობს
შესაძლებლობა ნებისმიერი
ქვეყნისთვის, სთხოვოს
უცხოელ დიპლომატს ქვეყნის
დატოვება. ბოლო თვეებსა და
წლებში, სამწუხაროდ,
გვქონდა რამდენიმე,
ფაქტობრივად, ბევრი ასეთი
შემთხვევა ზოგიერთ სხვა
ქვეყანაში“, – განაცხადა
ჰერჩინსკიმ.