კრიშტიანო რონალდოს ყოფილ აგენტს, ჟორჟე მენდეშს, ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ სთხოვა დაესახელებინა ფეხბურთელი, რომელსაც აქვს შანსი, მომავალი კრიშტიანო რონალდო გახდეს.
მენდეშის თქმით, ის რონალდოს მსგავს მოთამაშედ ყველაზე მეტად “ბარსელონას” შემტევს ლამინე იამალს მიიჩნევს.
“რონალდოს დონეზე ასვლა ურთულესი იქნება. ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. თუმცა ამ მომენტში ვიტყოდი, რომ იამალს აქვს შანსი მომავალი რონალდო გახდეს”, – განაცხადა მენდეშმა.