“ნაპოლიდან” “გალათასარაიში” განათხოვრებული ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი შესაძლოა, ზაფხულში “იუვენტუსში” გადავიდეს, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ფრანჩესკო ოპინი ავრცელებს.
მისი აზრით, ტრანსფერის შანსს კრისტიანო ჯუნტოლის ფაქტორი ზრდის, რომელიც წლების განმავლობაში “პარტენოპეის” სპორტული დირექტორი იყო და ნიგერიელთან კარგი ურთიერთობა აქვს.
“ვფიქრობ, “იუვე” ზაფხულში ფორვარდს შეიძენს და მას პირადად ჯუნტოლი შეარჩევს, ის კი არჩევანს ვიქტორზე გააკეთებს. ჩემი აზრით, ოსიმენი მომდევნო სეზონში “ბებერი ქალბატონის” რიგებში ითამაშებს”, – განაცხადა ოპინიმ Netweek Sport-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ოსიმენმა მიმდინარე სეზონში “გალათასარაის” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 12 მატჩი გამართა,
თავი კი 9 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.