ჩემზე მოხდა ფიზიკური თავდასხმა პიროვნების მხრიდან, რომელსაც ბასრი სახრახნისი ჰქონდა ხელში - გიორგი ვაშაძე

Primetime.ge 4 დღის წინ 12
ჩემზე მოხდა ფიზიკური თავდასხმა პიროვნების მხრიდან, რომელსაც ბასრი სახრახნისი ჰქონდა ხელში - გიორგი ვაშაძე
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ღამით აქციაზე თავს დაესხნენ.ვაშაძემ, დღეს, ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს წარუდგინა ვიდეომასალა, რომელშიც, მისივე თქმით, თავდამსხმელი ჩანს და ის იდენტიფიცირებულია."ჩემზე მოხდა ფიზიკური თავდასხმა პიროვნების მხრიდან, რომელსაც ბასრი სახრახნისი ჰქონდა ხელში. ის ფიზიკურად დამესხა თავს ზურგიდან. ჯერ ზურგში დამარტყა სახრახნისი, შემდეგ კი თავში და ყელის არეში. მომიტინგეების დახმარების მოხდა ამ ადამიანის მოგერიება. ადგილიდან ამოღებული ამისი გასაღები, რომელიც არის ლიფტის ჩიპი და ამით პერსონის იდენტიფიცირება შეიძლება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.მომხდარზე შეფასება გაკეთდა მმართველ გუნდშიც. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
სრულად წაიკითხეთ სტატია