ჩელენჯ თასი | “შავი ლომი” ახალ სეზონს იწყებს

News.ge 2 კვირის წინ 19
ჩელენჯ თასი | “შავი ლომი” ახალ სეზონს იწყებს

ჩელენჯ თასზე ‘შავი ლომის’ დებიუტი გასულ სეზონში შედგა. გუნდმა ოთხიდან ერთი თამაში მოიგო, უელსში ‘სქარლეთსი’ 23:7 დაამარცხა, ინგლისურ ‘გლოსთერთან’ კი მცირე სხვაობისთვის (10:15) ნუგეშ-ქულა ერგო და 6-გუნდიან ჯგუფში მე-5 ადგილი (5 ქულით) დაიკავა.
რიჩარდ ქოქრილის შეგირდები ‘სქარლეთს’ უელსში წელსაც ეწვევიან. ეს 15 დეკემბერს მოხდება, მანამდე კი, 7 დეკემბერს თბილისში, “მიხეილ მესხზე” ფრანგულ ‘ვანს’ 17 საათზე დაუხვდება. ჯგუფური ეტაპის კიდევ ორი შეხვედრა იანვარში გაიმართება.
11-ში თბილისში კიდევ ერთი ფრანგული გუნდი ‘ბაიონა’ ჩამოდის, 19-ში კი ‘ედინბურგს’ შოტლანდიაში ვეთამაშებით.
‘შავმა ლომმა’ მიმდინარე სეზონში უკვე გამართა ოთხი თამაში და რაგბი ევროპის სუპერ თასი ზედიზედ მეოთხედ მოიგო. ბოლოს მან 12 ოქტომბერს, “ავჭალაზე” პორტუგალიურ ‘ლუზიტანუშს’ უმასპინძლა და 36:0 დაამარცხა.
იმ თამაშის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში 7 ცვლილება მოხდა, მათგან 6 შერკინებაში. გუნდს დაუბრუნდა და მესამე ხაზში თამაშს იწყებს სანდრო მამამთავრიშვილი, რომელმაც ნოემბერში ბორჯღალოსნების რიგებშიც ითამაშა. მესამე ხაზში თამაშს იწყებს გიორგი ცუცქირიძე, ხოლო ლუკა ივანიშვილი შერკინების შემკვრელი იქნება.
სრულად შეიცვალა პირველი ხაზი, სადაც თამაშს გამოცდილი ვასილ კაკოვინი, შალვა მამუკაშვილი და გიორგი ჩხარტიშვილი იწყებენ. მეორე ხაზში ლადო ჩაჩანიძეს ამჟამად მიხეილ ბაბუნაშვილი შეუწყვილდება.
ერთი ცვლილებაა ხაზში. ცენტრში თამაშს იოანე მეტრეველი იწყებს. ის თორნიკე კახოიძეს შეუწყვილდება. ფრთებზე აკა ტაბუცაძესა და სანდრო თოდუას ვიხილავთ, ფულბეკი ლუკა ცირეკიძე იქნება, ღერძზე კი თენგიზ პერანიძისა და ლუკა მატკავას დუეტი დადგება.
პირველი ხაზის მარქაფაში არიან ირაკლი ქვათაძე, დათო აბდუშელიშვილი და ბაჩუკი ჭუმბაძე; მეორე და მესამე ხაზში შესაბამისად დემურ ეფრემიძე და გიორგი სინაურიძე შევლენ; ხაზის მარქაფაში არიან დავით ხუროშვილი, დემურ თაფლაძე და ამირან შვანგირაძე.
2024/25 წლების ჩელენჯ თასი

III ჯგუფი. პირველი რაუნდი

7 დეკემბერი. შაბათი. 17:00

თბილისი. “მიხეილ მესხი”

შავი ლომი (საქართველო) – ვანი (საფრანგეთი)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. იოანე მეტრეველი, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლუკა მატკავა (კაპ.), 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ვასილ კაკოვინი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ლადო ჩაჩანიძე, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ლუკა ივანიშვილი.
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი სინაურიძე; 21. დავით ხუროშვილი, 22. დემურ თაფლაძე, 23. ამირან შვანგირაძე.
Rugby.ge

სრულად წაიკითხეთ სტატია