ჩამოსულია კონკრეტული
პოლიტიკური ჯგუფი
კოლექტიური
„ნაცმოძრაობის“
ასაღორძინებლად, – ამის
შესახებ პარლამენტის
პირველმა ვიცე-სპიკერმა,
გია ვოლსკიმ
ევროპარლამენტართა ჯგუფის
ჩამოსვლაზე
განაცხადა.მისი თქმით, მათ
არავითარი ინტერესი არ
აქვთ, უმრავლესობის
წარმომადგენლებს
შეხვდნენ, იდეა ერთია,
საქართველო დასანქცირდეს
და ყველაფერს შეუქცევადი
ხასიათი მიეცეს, მაგრამ ეს
გეგმაც ჩაიშლება.„ერთი
პოლიტიკური ჯგუფია.
საქართველოში დაძაბულობა
და დაპირისპირება მინელდა,
სისხლის ღვრის გეგმა არ
შედგა და რა საკვირველია,
ეცდებიან, ამ მინელებულ და
ჩამქრალ ცეცხლზე როგორმე
ნავთი დაასხან. რა
საკვირველია, ამ
შემთხვევაში არავითარი
ინტერესი იმისა, რომ
უმრავლესობის
წარმომადგენლებს
შეხვდნენ, არ გააჩნიათ.
იდეა ერთია, საქართველო
დასანქცირდეს და ამ
ყველაფერს მიეცეს
შეუქცევადი ხასიათი.
ვფიქრობ, ეს გეგმაც
ჩაიშლება. ჩამოსულია
კონკრეტული პოლიტიკური
ჯგუფი კოლექტიური
„ნაცმოძრაობის“
ასაღორძინებლად“, –
განაცხადა გია ვოლსკიმ.