დღეს სამწუხარო
ინფორმაცია გავრცელდა.
მოულოდნელად გარდაიცვალა
პაროდისტი ალეკო
თეთრაშვილი. პირველად ამის
შესახებ ფეისბუქზე დათო
არჩვაძემ დაწერა...
არტისტის გარდაცვალების
მიზეზი, სავარაუდოდ,
გულია.ცუცა კაპანაძე კი
ამერიკიდან ემოციურ პოსტს
აქვეყნებს...ცუცა კაპანაძე:
ალეკო, როგორ გვატკინე
ყველას გული; როგორ
ვანუგეშო შენი ლამაზი
ოჯახი, სიტყვებს ვერ ვუყრი
თავს, ისე მიჭირს შენზე
წარსულში საუბარი. 48 წელი
ერთად თეატრში, პა-სეანსი,
იუმორინა... საკუთარ თავს
ვერ ვპატიობ, რომ ვერ გნახე
ჩამოსული რომ ვიყავი,
ტელევიზიაში ვერ შეძელი
მოსვლა და მითხარი, არ
წახვიდე ჩემი უნახავიო.
გითხარი, ამაღამ მივფრინავ
და ბოდიში, მაგრამ მალე
ვბრუნდები და მერე ხშირად
გნახავ მეთქი... ჩამო, ჩამო,
ჯიგარო, დავუბრუნდეთ
თეატრს და ტელევიზიას, გეყო
ამერიკაო.რამდენი კარგი
ამბავი და კურიოზი
მახსენდება ახლა ჩვენზე,
ჩემო უნიჭიერესო და კეთილო
მეგობარო. მშვიდობით ჩემო
კარგო. სასუფეველი შენს
სულს. შევხვდებით იქ, სადაც
მართალნი განისვენებენ.