ჩაკვეტაძე დაბრუნდა, “უოტფორდმა” წააგო და “მანჩესტერ სიტისთან” მატჩი ელის [VIDEO]

News.ge 3 თვის წინ 44
ჩაკვეტაძე დაბრუნდა, “უოტფორდმა” წააგო და “მანჩესტერ სიტისთან” მატჩი ელის [VIDEO]

ჩემპიონშიფის მეექვსე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „ნორვიჩთან“ 1:4 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის სასტარტოში იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც „კოვენტრისთან“ მატჩისას მიღებული ტრავმა მოირჩინა. „უოტფორდმა“ ისევ დებიუტში გაუშვა გოლი. თან მწვრთნელი ტომ კლევერლი იძულებული გახდა ორი ფეხბურთელი – მეკარე დანიელ ბახმანი და მცველი ფრანსისკო სერალტა ჯონათან ბონდით და რაიან პორტეუსით შეეცვალა. მიუხედავად წარუმატებელი სტარტისა სტუმრები არ დაიბნენ და შეუტიეს, ჯერ ჩაკვეტაძის კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი კარის ხაზიდან მცველმა კალუმ დოილმა გამოიტანა (მერე ძელს მოხვდა), ხოლო შემდეგ გიორგის წამოწყებული იერიშის შედეგად რაიან ენდრიუსმა თანაფარდობა აღადგინა. თუმცა, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ
ბორხა საინსმა მასპინძლები დააწინაურა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი მარსელინიო ნუნიესმა ანგარიში გაზარდა. მე-80 წუთზე ქართველმა შესანიშნავი დრიბლინგი წამოიწყო, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო, “ნორვიჩმა” კი კიდევ ერთი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა. მისი გარჯა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.2, flashscore 6.5 , whoscored 6.1.
„უოტფორდი“ 10 ქულით ამ მომენტისთვის მეხუთე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 24 სექტემბერს „ეტიჰადზე“, თასზე „მანჩესტერ სიტისთან“ ჩაატარებს.
ნორვიჩი – უოტფორდი 4:1
გოლები: 1:0 დოილი (3), 1:1 ენდრიუსი (26), 2:1 საინსი (45+3), 3:1 ნუნიესი (54), 4:1 კრისენი (89)

სრულად წაიკითხეთ სტატია