გეგმური სარეაბილიტაციო
სამუშაოების გამო,
"ენერგო-პრო ჯორჯიას"
ქსელში არსებული
აბონენტების ნაწილს
ელექტროენერგიის მიწოდება
შეეზღუდება. ამის შესახებ
ინფორმაციას “ენერგო-პრო
ჯორჯია” ავრცელებს.როგორც
გავრცელებულ
ინფორმაციაშია ნათქვამი,
ელექტროენერგიის შეზღუდვა
დუშეთის მუნიციპალიტეტის
სოფლებს, ასევე
მუხათგვერდის, მამკოდისა
და ზაჰესის აბონენტებს
შეეხებათ.„გამანაწილებელ
ქსელში დაგეგმილი
სარეაბილიტაციო
სამუშაოების გამო 10
თებერვალს 11:00-იდან 18:00
საათამდე ელექტროენერგიის
მიწოდება დროებით
შეეზღუდებათ აბონენტებს
მუხათგვერდში, მამკოდაში,
დაბა ზაჰესში.11:00-იდან 15:00
საათამდე, დენი გაითიშება
დუშეთის მუნიციპალიტეტის
სოფლებში ოძისი,
ბაქაქურები, ჭაშა,
მჭადიჯვარი.სარეაბილიტაციო
სამუშაოების
დასრულებისთანავე
ელექტროენერგიის მიწოდება
ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, -
ნათქვამია ინფორმაციაში