შუამთის ქუჩა N40ა-ში,
ავარიული სახლების
ჩანაცვლების პროექტის
ფარგლებში, სამშენებლო
სამუშაოებზე
გამოცხადებული ტენდერი
დასრულდა. ინფორმაციას
ამის შესახებ თბილისის
მერია ავრცელებს.როგორც
თბილისის მერმა, კახა
კალაძემ დღეს დედაქალაქის
მთავრობის სხდომაზე
განაცხადა, აღნიშნულ
ტერიტორიაზე აშენდება
11-სართულიანი, თანამედროვე
სტანდარტების
შენობა-ნაგებობა, რის
შემდეგაც გარემონტებული
ფართებით ელდარის ქ. N12-ის
მოსახლეობის ნაწილი
დაკმაყოფილდება.„აღნიშნულ
მოსახლეობას დროებით
იჯარით მერია
უზრუნველყოფს. შუამთის
ქუჩა N40ა-ში აშენებულ ახალ
კორპუსში ფართები
გადაეცემა ელდარის ქ. N12-ის
(ყოფილი 109-ე სკოლის შენობა)
მოსახლეობას. საუბარია 55
საცხოვრებელ ბინაზე“, –
განაცხადა კახა
კალაძემ.მერის
ინფორმაციით, სამშენებლო
სამუშაოებზე
გამოცხადებული კიდევ ერთი
ტენდერი დასრულდა
ვარკეთილის მესამე
მასივში, მე-10 კვარტლის N9-ში
მდებარე ავარიული
კორპუსის ჩანაცვლების
მიზნით.„აღნიშნულ
მისამართზე 4-სართულიანი
საცხოვრებელი კორპუსი იყო,
რომელიც უმძიმეს
მდგომარეობაში გახლდათ.
მოხდება მისი დემონტაჟი და
ამ ადგილას 10-სართულიანი
თანამედროვე სტანდარტების
შენობა-ნაგებობა აშენდება.
შედეგად, 44 ოჯახს სრულად
გარემონტებული ბინა
გადაეცემა“, – განაცხადა
კახა კალაძემ.კალაძემ
აავარიულ კორპუსებში
მცხოვრებ მოსახლეობას
კიდევ ერთხელ მოუწოდა,
„ავარიული სახლების
ჩანაცვლების“ პროგრამაში
აქტიურად ჩაერთონ.