პოლიციელმა, რომელსაც 29
ნოემბერს, აქციის
მონაწილეებმა ბლაგვი
საგანი ესროლეს,
მხედველობა დაკარგა.
ინფორმაცია ამის შესახებ
„რუსთავი 2-ს“ შინაგან
საქმეთა სამინისტროში
დაუდასტურეს.როგორც
ირკვევა, პოლიციელს
რამდენიმე ოპერაცია
ჩაუტარდა საქართველოსა და
თურქეთში, თუმცა
დაზიანების სიმძიმის
გათვალისწინებით,
მხედველობის შენარჩუნება
ვერ მოხერხდა.