შსს: 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში საქართველომ 91 უცხოელი გააძევა, მათ შორის აქციის მონაწილეებიც

Civil Georgia 2 დღის წინ 15
შსს: 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში საქართველომ 91 უცხოელი გააძევა, მათ შორის აქციის მონაწილეებიც

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა 4 იანვარს განაცხადა, რომ 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში ქვეყნიდან 91 უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნა გაძევებული. უწყების ინფორმაციით, გაძევებულთაგან 25 პირი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა, საიდანაც ათმა ქვეყანა უკვე დატოვა. ამ ადამიანების ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული საქართველოდან.

დეპარტამენტში არ აკონკრეტებენ იმ ადამიანების წარმოშობის ქვეყნებს, რომლებიც, მისი მონაცემებით, პროევროპულ დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ, თუმცა დასძინეს, რომ მათგან ათმა უკვე დატოვა საქართველო და დაექვემდებარა ადმინისტრაციულ სანქციებს. როგორც დეპარტამენტმა აღნიშნა, სხვა მოქალაქეები ჩამოვიდნენ რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის ირანიდან, ალჟირიდან, ინდოეთიდან, მაროკოდან, შრი-ლანკიდან, ეგვიპტიდან, პაკისტანიდან, ნიგერიიდან, ერაყიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და თურქმენეთიდან.

„მიგრაციის დეპარტამენტმა, 2024 წლის მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყნიდან 430 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევა, რაც 126% -ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

38 დღეა, რაც საქართველოში პროევროპული საპროტესტო აქციები გრძელდება მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეწყვიტა. დემონსტრაციების დროს დაკავებულია 400-ზე მეტი ადამიანი. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 30-მდე მათგანს სისხლის სამართლის ბრალდებები აქვთ წაყენებული.

სრულად წაიკითხეთ სტატია