შინაგან საქმეთა
მინისტრის,
ვიცე-პრემიერ-ვახტანგ
გომელაურის პირველ
მოადგილედ როლანდ მესხი
დაინიშნა. როლანდ მესხი
მრავალი წლის
განმავლობაში შინაგან
საქმეთა სამინისტროში
სხვადასხვა
თანამდებობებზე მუშაობდა,
ხოლო 2021 წლის ივლისიდან
დღემდე შინაგან საქმეთა
სამინისტროს თბილისის
პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორის მოადგილის
პოსტს იკავებდა. როლანდ
მესხი განათლებით
სამართალმცოდნეა, 2002 წელს
დაამთავრა ივანე
ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი და მიენიჭა
იურისტის
კვალიფიკაცია. როლანდ
მესხი პოლიციის
პოლკოვნიკია და საპოლიციო
საქმიანობის მიმართულებით
20 წლიანი სამუშაო სტაჟი
გააჩნია.