შინაგან საქმეთა მინისტრი
გეკა გელაძე და ჯანდაცვის
მინისტრი მიხეილ
სარჯველაძე საგარეჯოში
ჩავიდნენ და ადგილზე
გაეცნენ სიტუაციას, რომლის
შედეგადაც აჭარის
მთავრობის ყოფილი
თავმჯდომარე თორნიკე
რიჟვაძე დაიჭრა.შსს-ს
ინფორმაციით, აჭარის
მთავრობის ყოფილი
თავმჯდომარე თორნიკე
რიჟვაძე დღეს საგარეჯოს
„ჯეოჰოსპიტალსში“
გულმკერდის არეში
ცეცხლნასროლი ჭრილობით
შეიყვანეს.ექიმების
განმარტებით, მას ფილტვი
აქვს დაზიანებული და მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობა
სტაბილურად
მძიმეა.გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 115-ე
მუხლით არის დაწყებული, რაც
თვითმკვლელობამდე
მიყვანას გულისხმობს.