შოლცი უკრაინისთვის 3
მილიარდ ევროს არ ბლოკავს.
აღნიშნული ინფორმაცია,
რომელიც გერმანულმა
მედიამ გაავრცელა,
გერმანიის თავდაცვის
მინისტრმა გამოცემა
Tagesspiegel-თან ინტერვიუში
უარყო.ბორის პისტორიუსმა
განაცხადა, რომ გერმანიაში
შიდაპოლიტიკური
საკითხების მოგვარების
შემდეგ აღნიშნული
საკითხის გადაჭრის
მოლოდინიც აქვს.საკითხის
ირგვლივ დისკუსია Der Spiegel-ის
ინფორმაციის შემდეგ
დაიწყო. გამოცემა წერდა,
რომ გერმანიის კანცლერმა
დაბლოკა ანალენა ბერბოკის,
გერმანიის საგარეო
საქმეთა მინისტრის და
პისტორიუსის ინიციატივა,
რომელიც უკრაინისთვის
სამხედრო მხარდაჭერის 3
მილიარდიანი პაკეტის
გამოყოფას
ითვალისწინებდა.